როგორ აქცია ამერიკელმა ქალმა ძველი თვითმფრინავი საოცარ აპარტამენტებად? | Allnews.Ge

როგორ აქცია ამერიკელმა ქალმა ძველი თვითმფრინავი საოცარ აპარტამენტებად?

გამომდინარე უძრავ ქონებზე მომატებული ფასებიდან, მით უმეტეს მეგაპოლისებში, არ არის გასაკვირი, რომ ადამიანები სახლის ალეტრნატიულ ვარიანტებს ეძებენ. რაღას არ მიმარავენ ადამიანები, ჩამოწერილ ავტოტრანსპორტს, ძველ ქოხებს, მაგრამ ჩამოწერილი ბოინგი ნამდვილად სიახლეა.

boingi3-1660999022.jpg

1993 წელს ქალბატონი ჯო ენ ასერი სახლ-კარის გარეშე დარჩა. მისი სახლი მისისიპის შტატში, როგორც სხვა დანარჩენი სახლები, შტორმს შეეწირა. ორი ბავშვით უსახლკაროდ დარჩენილმა ქალმა თავის გადარჩენის უცნაურ მეთოდს მიმართა. მის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მეუღლეც გარდაეცვალა. ქალს სულ 5 ათასი დოლარი ჰქონდა, თუმცა ამ ფასად ვერაფერს მიაგნო.

boingi8-1660999039.jpg

ქალაქთან ახლოს ძველი აეროდრომი იყო, სადაც ჩამოწერილირ ბოინგი მოიყვანეს, რომელიც უნდა დაეშალათ და ნაწილებად გაეყიდათ... პირველი ეტაპი იყო ბოინგის მდინარის სანაპიროს განთავსება. იმისათვის, რომ ბოინგი საცხოვრებლად გამომდგარიყო, ჩაატარეს სპეციალური სამუშაოები, სახლი დაათბეს და მოამზადეს საცხოვრებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ხელუხლებელი დატოვეს ბოინგის ყველა ფანჯარა, რათა შიგნით მზის შუქი შემოსულიყო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz