ბრიტანეთში ქალმა სხვადასხვა კანის ფერის ტყუპი გააჩინა
დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ნოტინჰემში, 29 წლის ქალმა სხვადასხვა კანის ფერის ტყუპი გააჩინა. ბავშვებიდან ბიჭი თეთრკანიან დედას, ხოლო გოგონა ფერადკანიანი მამას დაემსგავსა. ამ განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ "დეილი მეილი" წერს.
გამოცემის ცნობით, ბავშების დედა აცხადებს, რომ მისი შვილები საზოგადოების დიდ ყურადღებას იპყრობენ. ხალხი ინტერსედება, ნამდვილად არის თუ არა ორივე მისი შვილი. ქალის თქმით, ზოგი იუმორითაც ეკითხება, ჰყავს თუ არა ერთი და იმავე მამა მის შვილებს.
ტყუპი ბავშვებიდან ვაჟს, ეიონს ღია ფერის კანი და მწვანე თვალები აქვს, გოგონას, აზრას კი შოკოლადისფერი კანი და ყავისფერი თვალები.
დედის თქმით, პატარები არამხოლოდ ვიზუალურად, ხასიათებითაც სრულიად განხვავდებიან - ეიონი აქტიური და კომუნიკაბელური, ხოლო მისი და - პირიქით.
"ძალიან მიხარია, რომ ისინი გამოვიდნენ ისეთი, როგორიც ჩვენი უნიკალური, პატარა ოჯახი. ადამიანები, უბრალოდ, ჩერდებიან და ამბობენ: "ღმერთო ჩემო, ისინი სულ სხვადასხვაგვარად გამოიყურებიან, ორივე შენია" - ყვება დედა.