5 მარტივი ჩვევა, რომლებიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ | Allnews.Ge

5 მარტივი ჩვევა, რომლებიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

სადღეისოდ მთელ მსოფლიოში ექიმები, დიეტოლოგები და კოსმეტოლოგებიგამუდმებით იღვწიან მთავარი ამოცანის გადასაჭრელად - გაუხანგრძლივონ ადამიანებს სიცოცხლე და ამავე დროს, მაქსიმალურად შეუნარჩუნონ ახალგაზრდობა. სტატიაში განხილულია 5 მარტივი მეთოდი, რომლებიც სიცოცხლეს გაგიმარტივებთ

1) მოწევაზე უარის თქმა

მოწევა რომ მავნებელია, იწვევს სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის კიბოს და ა. შ., ყველამ დიდი ხანია იცის. სხვა საკითხია, ვის როგორ აქვს ეს გაცნობიერებული და რა დამოკიდებულება აქვს ამ მავნე ჩვევასთან.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, კანი რომ დაბერებისაგან იხსნათ, მთავარი ნაბიჯი მოწევაზე უარის თქმაა. თუ არასოდეს ეწეოდით ან უკვე უკუაგდეთ ეს მავნე ჩვევა, თამამად შეგიძლიათ მომდევნო პუნქტზე გადასვლა. აქტიურ მწეველებს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რამდენად მავნებელია მოწევა გარეგნობისა თუ ჯანმრთელობისათვის.

მოწევა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის კანზე. ამოსუნთქული კვამლი სახის კანთან კონტაქტისას განსაზღვრულ ბიომეტრიულ ცვლილებებს იწვევს უჯრედებში. უფრო კონკრეტულად, აზიანებს კოლაგენსა და ელასტინს, ეპიდერმისის (კანის ზედაპირული შრის) ქვეშ მყოფ უმნიშვნელოვანეს ცილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის ელასტიკურობასა და დრეკადობაზე. მწეველის კანი სახეზე საგრძნობლად ნაოჭდება და არამწეველის კანზე გაცილებით ინტენსიურად იჩვარება.

თამბაქოს კვამლის გავლენით ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ შორის, კანის მკვებავი, რომლებიც მას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანის უჯრედთა განახლება და ზრდა მნიშვნელოვნად ფერხდება.

ადამიანის კანზე მოწევის პროცესიც ცუდად აისახება - თვალების მოჭუტვა, ტუჩების დაძაბვა სიგარეტის ყოველი ღერის მოწევისას დროთა განმავლობაში ცვლის მიმიკას, დამატებით ნაოჭებს აჩენს სახეზე. მოწევის დამანგრეველი ეფექტი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, 20 წლის მწეველებს უკვე საგრძნობლად აქვთ სახე დანაოჭებულ-დაბერებული.

2) სწორი კვება

ნივთიერებები, რომელთაც ორგანიზმი საკვებიდან ითვისებს, სხვადასხვაგვარად მოქმედებს დაბერების პროცესზე. ორგანიზმის დაბერების თავისუფალრადიკალური თეორიის თანახმად, ჩვენი სხეული ცვდება უჯრედებზე თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედების გამო. თავისუფალი მავნე რადიკალები ფაქტობრივად გაუწყვილებელი ელექტრონების შემცველი ატომები და მოლეკულებია. სწორი კვებისას მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ნეიტრალდება. უფრო კონკრეტულად, თუ ადამიანი რეგულარულად იკვებება ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტებით (იღებს ჩ, E ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს და სხვა), მის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალებით უჯრედული სტრუქტურების ნგრევის პროცესი საგრძნობლად შემცირებულია. სწორედ ამის გამო გვირჩევენ სპეციალისტები ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებს (ხილი, ბოსტნეული, თევზეული).

3) მზისგან თავდაცვა

ულტრაიისფერი გამოსხივება ჰაერივით აუცილებელია ორგანიზმისათვის. სწორედ ის ასტიმულირებს A ვიტამინის სინთეზს (წარმოქმნას). ეს უკანასკნელი კი, როგორც ცნობილია, გამოიყენება მელატონინის გამოსამუშავებლად. მელატონინის ნაკლებობა ადამიანს დეპრესიულს ხდის.

თუმცა, ისიც საყურადღებოა, რომ ჭარბი ულტრაიისფერი სპექტრი, კოლაგენისა და ელასტინის დაზიანების გამო, ნაოჭების განვითარებას განაპირობებს. გარდა ამისა, აღნიშნული გამოსხივების წყალობით ორგანიზმს კოლაგენის განახლების უნარი რამდენადმე უქვეითდება. ამის გამო დერმატოლოგები მზეზე გასვლისას მზისგან დამცავი საშუალებების (რომელთა დამცავი ფაქტორიც 15-ზე ნაკლები არაა) რეგულარულად გამოყენებას გვირჩევენ.

იხილეთ სრულად

myquiz