ელისაბედ დედოფლის შვილიშვილმა მოლარის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა - რა ვიცით ლედი ლუიზა უინძორის შესახებ? | Allnews.Ge

ელისაბედ დედოფლის შვილიშვილმა მოლარის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა - რა ვიცით ლედი ლუიზა უინძორის შესახებ?

დიახ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ლედი ლუიზა უინძორმა, პრინც ედვარდის 18 წლის ქალიშვილმა გამწვანების ცენტრში მოლარის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მისი ანაზღაურება საათში 6,83 გირვანქა სტერლინგი იქნება (8, 14 დოლარი). მის მოვალეობებში შედის სალაროსთან მუშაობა, კლიენტებთან ურთიერთობა და მცენარეების გადაჭრა-გადარგვა.

64dcb78390bb719df025b227a71b53e9-1660894461.jpg

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე დედოფლის შვილიშვილს გადავეყრებოდი აქ მომუშავეს. ძალიან მოკრძალებული და საყვარელი გოგონაა, კლიენტებთან ყურადღებიანი და ზრდილობიანი. პერსონალიც გიჟდება მასზე. ყოველდღე ხომ ვერ იყიდი ბეგონიას სამეფო ოჯახის წევრისგან", - ამბობენ ლედი ლუიზას კლიენტები.

გოგონა პარალელურად სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში ისწავლის ინგლისურ ენას - ამ კვირაში გახდა ცნობილი, რომ გამოცდები წარმატებით ჩააბარა. განაგრძეთ კითხვა

myquiz