ვინ იყო გრიგორი რასპუტინი?- უცნობი ფაქტები იდუმალი "წმინდა უხუცესის" შესახებ | Allnews.Ge

ვინ იყო გრიგორი რასპუტინი?- უცნობი ფაქტები იდუმალი "წმინდა უხუცესის" შესახებ

გრიგორი რასპუტინის ბიოგრაფიაში შეიძლება იყოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მოვლენები. მას ჰქონდა საკმაოდ სკანდალური რეპუტაცია, მაგრამ ჰყავდა საკუთარი მიმდევრების საკმაოდ დიდი არმია. ურთიერთსაწინააღმდეგო წყაროების სიმრავლის გამო სიმართლის დადგენა ზოგჯერ შეუძლებელია.

ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის განმავლობაში გრიგორი რასპუტინი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში, როგორც მკურნალი, ნიკოლოზ II-ის ოჯახის რწმუნებული და "წმინდა უხუცესი". მიუხედავად იმისა, რომ ძნელია ვიმსჯელოთ მის ურთიერთობაზე რელიგიასთან - ის ბერიც კი არ ყოფილა, რადგან არსებობს მტკიცებულება, რომ მან მონასტერში ძალიან მცირე დრო გაატარა.

gettyimages-2716444-1660728778.jpg

მისი ასაკიც საკამათოა, რადგან რასპუტინის ბიოგრაფიაში არის დაბადების სხვადასხვა თარიღები 1864 წლიდან 1872 წლამდე, თუმცა ერთ-ერთი ეკლესიის შემორჩენილი მეტრიკა მიუთითებს, რომ ის დაიბადა 1869 წლის იანვარში. შესაძლოა, მან თავად განზრახ გადააჭარბა თავის ასაკს, რათა უკეთ შესაბამებოდა "წმინდა უხუცესის" იმიჯს.

ცნობილია, რომ „უხუცესი“ წერა-კითხვის უცოდინარი იყო, რადგან მონასტერში გატარებული არცთუ ისე დიდი ხნის მანძილზე ის საკმარის განათლებასაც ვერ დაეუფლებოდა. მისი ე.წ. "განკურნების" წყალობით რასპუტინი სარგებლობდა საიმპერატორო ოჯახის ნდობით და სავარაუდოდ პრინც ალექსანდრესაც ჰემოფილიაზე მკურნალობდა.

0-qmdynql5tdyeubm3-1660728807.jpeg

ამავდროულად, ითვლება, რომ იგი ეწეოდა უკიდურესად ბინძური ცხოვრების წესს, მაგრამ იმპერატრიცა ყველა ამ ჭორს მიუღებლად თვლიდა და"წმინდა ადამიანის" ცილისწამებად მიაჩნდა.

ერთი პერიოდი რასპუტინი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მას ორჯერ ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ხლისტიზმის გავრცელებაში. ხლისტები იყვნენ რუსეთის იმპერიაში აკრძალული ქრისტიანული სექტის მიმდევრები, თუმცა გრიგორი ყველა შემთხვევაში გაამართლეს.

როდესაც ბალკანეთში სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, სწორედ გრიგორი რასპუტინმა ააცილა იმპერატორი მასში მონაწილეობისგან და განაცხადა, რომ სხვის ომში მონაწილეობა მხოლოდ ტანჯვას მოუტანდა ხალხს. ნიკოლოზ II-მ მოისმინა მისი რჩევა, რამაც, როგორც ისტორიამ აჩვენა, პირველი მსოფლიო ომის დაწყება მთელი ორი წლით გადადო.

გრიგორი რასპუტინი ასკეტურად ცხოვრობდა. იგი არ იცავდა პირადი ჰიგიენის წესებს. ის ძალიან იშვიათად იბანდა და ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ ექვსი თვის განმავლობაში თეთრეული არ გამოუცვლია.

მის სიცოხლეშივე სხვადასხვა პირებმა არაერთხელ სცადეს გრიგორი რასპუტინის დისკრედიტაცია. გამოსცემდნენ სხვადასხვა ბროშურებს და მოწოდებებს, რომლებიც ამჟღავნებდა მის საქმიანობას, თუმცა, ის თავად იმპერატორის მფარველობით სარგებლობდა და ამიტომ ეს ბეჭდური გამოცემები ცენზურას ატარებდა.

grigory-rasputin-quick-facts-1660728875.jpg

რამდენჯერმე დაიგეგმა რასპუტინის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა და საბოლოოდ 1916 წელს იგი მოკლეს. მოვლენის თვითმხილველები აცხადებენ, რომ ის თავდამსხმელებთან ბრძოლას მას შემდეგაც აგრძელებდა, ვიდრე რამდენიმე ტყვიით დაჭრიდნენ, რის შემდეგაც ის გაყინულ მდინარე ნევაში გადააგდეს. ამ ყველაფრის დაჯერება შეიძლება, იმის გათვალისწინებით, რომ გრიგორი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. მას სიკვდილამდეც მოსვენებას არ აძლევდნენ - რევოლუციის შემდეგაც საფლავი გაუწმინდეს, ცხედარი კი ამოთხარეს და დაწვეს.

წყარო

myquiz