17 წლის მოყვარული ფლორისტი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს | Allnews.Ge

17 წლის მოყვარული ფლორისტი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს

გიორგი ზენაიშვილი აბიტურიენტია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სტუდენტობისთვის ემზადება. იტაცებს ფლორისტიკა, მებაღეობა და საკუთარი ძალისხმევით გახარებულ მცენარეებს დიდი რუდუნებით უვლის და უფრთხილდება. მცენარეების გარდა დაინტერესებულია სახვადასხვა ხელსაქმით, წერს ლექსებს და იტაცებს კითხვა. გიორგის სციალურ ქსელში აქვს საკუთარი ვლოგი, რომლის საშუალებითაც გამომწერებს მცენარეთა მოვლის, გახარების, გამრავლების წესებს უზიარებს.

298913722-739215273841899-6237822225754284375-n-1660627935.jpg

- ვარ მებაღე, ფლორისტი, მომავალი აგრონომი და უბრალოდ ბუნების მოყვარული ადამიანი. ყოველთვის მაინტერესებდა სხვადასხვა ნივთზე დაკვირვება. ერთხელ ფანჯრის რაფაზე აღმოვაჩინე, რომ მცენარეები გვყოლია, კონკრეტულად სუკულენტები. ახალი ქოთანი ვიყიდე და გადავრგე. სოციალურ ქსელში მცენარეების ჯგუფშიც გავწევრიანდი და მოვლის წესებსაც უკეთ გავეცანი. აქედან დაიწყო ჩემი გატაცება, რომლის სიყვარულიც ყოველ ჯერზე მეტად მატულობ... მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აზარტულიცაა.

კორპუსის ბინაში რთულია ბევრი მცენარის ყოლა, ამიტომ ყოველი კუთხე-კუნჭული მაქვს ათვისებული. აქ ნახავთ სუკულენტებს, დეკორატიულ მცენარეებს, დეკორატიულ წიწაკებს, ბროწეულს, პამიდორს და მზესუმზირასაც კი.

- ყველა მცენარეს განსხვავებული მოვლა, პირობები სჭირდება, როგორ შეისწავლეთ ეს ყველაფერი და რამდენად საპასუხისმგებლო საქმეა მცენარეების მოვლა?

- უმეტესი ნაწილი პრაქტიკიდან მაქვს შესწავლილი. ინტერნეტში ზღვა ინფორმაციაა ნებისმიერი მცენარის მოვლის შესახებ, მაგრამ მათი მოვლა ყველასთვის ინდივიდუალურია. როდესაც მცენარის ენას გაიგებ, დაიწყებ მათთან მუშაობას, ფაქტობრივად ბუნებასთან შედიხარ კონტაქტში და შენით ხვდები, რომელს რა, ან როდის სჭირდება. ჩემთვის ისინიც ცოცხალი არსებები არიან და თუ რაიმე დაემართებათ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.

298865587-1136566023876367-1236901704466095693-n-1660627961.jpg

- მცენარეების გამრავლება თავად თუ გიცდიათ?

- ყოველთვის ვცდილობ, რომ გავამრავლო, უმეტესწილად ამას მცირე შემოსავლის მიზნით ვაკეთებ, რომ ახალი სახეობა შევიძინო. გამრავლება ძალიან მიყვარს, რადგან თვითონ პროცესი ძალიან საინტერესოა.

- რამდენად მნიშვნელოვანია ნიადაგი და როგორ ურჩევთ თითოეულ მცენარეს სასურველ ნიადაგს?

- ნიადაგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცენარის განვითარებაში. უმეტესად ჩემით ვაზავებ ნიადაგს, ესეც ინდივიდუალურია. დეკორატიული მცენარეებისთვის ვცდილობ მაქსიმალურად მსუბუქი და მდიდარი ნიადაგი გავამზადო, ტორფი, გადამწვარი ნაკელი და პერლიტი. სუკულენტებისთვის კი მაქსიმალურად ფხვიერი და ჰაერგამტარი უნდა იყოს, ამიტომ მასში მაქვს გარეული შავი გაცრილი ნიადაგი, ყვითელი სილა და წვრილი კენჭები. განაგრძეთ კითხვა