იცით, რატომ ატარებენ ებრაელები თავზე პატარა ქუდებს? | Allnews.Ge

იცით, რატომ ატარებენ ებრაელები თავზე პატარა ქუდებს?

ალბათ, არაერთხელ გაგჩენიათ კითხვა თუ რატომ ატარებენ ებრაელები თავზე ამ პატარა, მრგვალი ფორმის ქუდებს, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ. დღევანდელ სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხი რატომ ატარებს მსგავსი სახის თავსაბურავს - იგივე კიპას კეფის ზედა ნაწილზე.

maxresdefault-1660546083.jpg

საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ქუდი, უპირველეს ყოვლისა, ღმერთისადმი რწმენის სიმბოლოდ გამოიყენება. რწმენის თანახმად, ებრაელები მას იმიტომ ატარებენ რომ ყოველთვის ახსოვდეთ - ყოვლისშემძლე ზემოდან იყურება და ყველაფერს ხედავს.

გარდა ამისა, თალმუდის ტრაქტატში ნათქვამია, რომ თავის თავმდაბლად დაფარვით ებრაელი თავის სულიერ თვისებებს აუმჯობესებს.

israel-jerusalem-mahane-yehuda-market-with-authentic-judaica-kippah-jewish-food-451699-2000-1660546123.jpg

კიპას ტარება მოწმობს რომ პიროვნება განეკუთვნება ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც უფლის მსახურებასა და მცნებებს ასრულებს. 13 წლამდე ბიჭუნაც კი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მცნებების შესრულების ვალდებულება, თავზე კიპას ატარებს, რომელზე პასუხისმგებლობაც მის მშობლებს ეკისრება.

2022081416140186669-1660546163.jpg

კიპას ტარებას ბიჭს იმ ასაკიდან ასწავლიან როცა ის უკვე სიარულს იწყებს, კაცების გარდა, თავის დაფარვა ასევე ქალებსაც მოეთხოვებათ, თუმცა სულ სხვა მიზეზით.

უცნობმა მამაკაცმა გათხოვილი ქალის თმა არ უნდა დაინახოს, ხოლო თუ ის მას არ დაიფარავს, ითვლება რომ ამით ის მოკრძალების კანონებს არღვევს, ამიტომ გათხოვილი ქალები თავზე შარფს ატარებენ, ზოგიერთ თემში კი - პარიკს.

საგულისხმოა, რომ თავსაბურავით ქალი თავს ძირითადად, ქორწილის შემდეგ იმოსავს, თუმცა ქორწილამდე მას ასეთი ვალდებულება არ გააჩნია.

unnamed-1660546266.jpg

წყარო

myquiz