რა სჭირდება უკრაინას ყირიმის ხიდის გასანადგურებლად - "წამყვანი როლი შორი დისტანციის რაკეტებმა უნდა შეასრულონ" | Allnews.Ge

რა სჭირდება უკრაინას ყირიმის ხიდის გასანადგურებლად - "წამყვანი როლი შორი დისტანციის რაკეტებმა უნდა შეასრულონ"

"ყი­რი­მის ხი­დის დან­გრე­ვა მო­ი­თხოვს კომ­პლექ­სურ და მრა­ვალ­ვექ­ტო­რულ ოპე­რა­ცი­ას, ერთი შორი მან­ძი­ლის ATACMS-ის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გაშ­ვე­ბა სა­კითხს ვერ გა­დაჭ­რის“, - გა­ნა­ცხა­და კონ­ფლიქ­ტის დაზ­ვერ­ვის ჯგუ­ფის მკვლე­ვარ­მა კი­რილ მი­ხა­ი­ლოვ­მა რა­დიო NV-ის ეთერ­ში.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას მო­უ­წევს უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის, ავი­ა­ცი­ი­სა და შე­საძ­ლოა დი­ვერ­სი­უ­ლი და სა­დაზ­ვერ­ვო ჯგუ­ფე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც.

”ეს სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყდეს და ამა­ში წამ­ყვა­ნი როლი შორი დის­ტან­ცი­ის რა­კე­ტებ­მა უნდა შე­ას­რუ­ლონ. მაგ­რამ ეს ბევ­რად უფრო რთუ­ლია. ვიდ­რე ღი­ლა­კის და­ჭე­რა და ხი­დის დან­გრე­ვა, სამ­წუ­ხა­როდ“, - ამ­ბობს ის.

მი­ხა­ი­ლოვ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას შე­უძ­ლია ჩა­მო­აგ­დოს ზო­გი­ერ­თი HIMARS-ის ტი­პის რა­კე­ტა, მა­გა­ლი­თად, ხუ­თი­დან ერთი, თუმ­ცა ის უძ­ლუ­რია GMLRS-ის რა­კე­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ხვა­ლაც რომ მი­ი­ღოს უკ­რა­ი­ნამ ATACMS-ის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის გა­ნად­გუ­რე­ბა, გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, GMLRS რა­კე­ტებს ამის უნა­რი აქვთ. ჩვენ ვნა­ხეთ რუ­სუ­ლი S-300 ბა­ტა­რე­ის გა­ნად­გუ­რე­ბა, სა­რა­და­რო სად­გუ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა... მე მჯე­რა, რომ ეს არის ATACMS-ის ტი­პის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა”, - თქვა CIT-ის ანა­ლი­ტი­კოს­მა. მი­სი­ვე პროგ­ნო­ზით, ამის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის მთე­ლი დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, მათ შო­რის ყი­რი­მი, იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხან­ძრის გა­ნად­გუ­რე­ბის ზო­ნა­ში, რაც ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა.

atacmsmay2006-cropped-56537-1660114467.jpg

რო­გორც UNIAN-ი იტყო­ბი­ნე­ბო­და, 16 ივ­ლისს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყი­რი­მის ხიდს "ბო­ი­კოს კოშ­კე­ბის“ ბედი ელის.

ambebi.ge-სთან სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ყი­რი­მის ხი­დის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მისი მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს:

"2014 წელს, უკ­რა­ი­ნის ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ოკუ­პა­ცია-ანექ­სი­ის შემ­დეგ, რუ­სე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მას ამ ანექ­სი­რე­ბულ ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა და მისი მო­მა­რა­გე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. მა­ნამ­დე რუ­სე­თი­დან ტვირ­თის მხო­ლოდ სა­ზღვაო (ნო­ვო­რო­ი­სი­ის­კი­დან) და სა­ჰა­ე­რო გზით შე­ტა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან სახ­მე­ლე­თო გზა არ არ­სე­ბობ­და. შემ­დეგ რუ­სეთ­მა დიდი თან­ხე­ბი ჩადო და რამ­დე­ნი­მე წლის წინ აა­შე­ნა ყი­რი­მის ხიდი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა რო­გორც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო, ისე სარ­კი­ნიგ­ზო ნა­წი­ლის­გან. ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი არის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ად­გი­ლი, სა­დაც გან­ლა­გე­ბუ­ლია უამ­რა­ვი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი, აე­როდ­რო­მე­ბი და ა.შ.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ახა­ლი ომის და­წყე­ბის წინ, ყი­რიმს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ აქე­დან მა­რაგ­დე­ბო­და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის სამ­ხრეთ მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­იჭ­რა ხერ­სონ­ში, მე­ლი­ტო­პოლ­ში, ბერ­დი­ანსკში. მას შემ­დეგ, რაც რუ­სებ­მა აზო­ვის ზღვის სა­ნა­პი­რო და ეს ქა­ლა­ქე­ბი და­ი­პყრეს, მათ უკვე გაჭ­რეს სახ­მე­ლე­თო გზა როს­ტო­ვის ოლ­ქი­დან აზო­ვის ზღვის სა­ნა­პი­როს გავ­ლით ყი­რი­მის­კენ. ამი­ტომ დღეს ყი­რი­მის ხიდს შე­იძ­ლე­ბა იმ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბაა რუ­სე­თის­თვის. ყი­რი­მის ხი­დის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუნ­დაც წმინ­და ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რად­გან და­ახ­ლო­ე­ბით 19კმ. სიგ­რძის ხიდი აგე­ბუ­ლია კა­პი­ტა­ლუ­რად, ბურ­ჯებ­ზე, რაც წყალ­ზე გა­დის, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი თაღი 300 მეტ­რამ­დეა, რომ­ლის ქვე­შაც გა­დი­ან სა­ვაჭ­რო გე­მე­ბი და სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბი შავი ზღვი­დან აზო­ვის ზღვა­ში, ან - პი­რი­ქით. მისი სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 80მ-ია.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მი­ზა­ნია ეს ად­გი­ლი გა­მოყ­ვა­ნილ იქ­ნას მწყობ­რი­დან, რის­თვი­საც სა­ჭი­როა ან წყალ­ქვე­შა დი­ვერ­სია - ბურ­ჯე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა-აფეთ­ქე­ბა ან სა­ჰა­ე­რო გზით - ფრთო­სა­ნი, ან ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას, იქ არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი, პლუს ახლა და­ა­ყე­ნეს და­მა­ტე­ბი­თი თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი ამ­რეკ­ლე­ბი და ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხი­დის გარ­შე­მო უშ­ვე­ბენ კვამ­ლის ფარ­დას (თუ გა­ი­გე­ბენ, რომ არის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის სა­შიშ­რო­ე­ბა, უშ­ვე­ბენ კვამლს), რათა მან და­ფა­როს ხიდი. გარ­და ამი­სა, კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა ისაა, რომ უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტის ხაზი ამ ხი­დამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 260-280კმ-ა და ზა­პო­რო­ჟი­ე­დან შე­იძ­ლე­ბა მიწ­ვდეს ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რაც დღეს უკ­რა­ი­ნას აქვს - ამ სი­შო­რე­ზე მფრე­ნი "ნეპ­ტუ­ნი­სა“ და "ჰარ­კუ­ნის“ ტი­პის ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბი. თუმ­ცა ეს რა­კე­ტე­ბი გათ­ვლი­ლია ხო­მალ­დე­ბის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად და ის, რომ მან კა­პი­ტა­ლუ­რად აშე­ნე­ბუ­ლი ხიდი ერთი დარ­ტყმით გა­მო­იყ­ვა­ნოს მწყობ­რი­დან, ძალ­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბა. რა­კე­ტე­ბი რომც ჩა­მო­აგ­დონ და მათ მი­აღ­წი­ონ ამ ხი­დამ­დე, 1-2 რა­კე­ტით ხი­დის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა რთუ­ლია, დან­გრე­ვით ვერა, მაგ­რამ ცოტა ხნით გა­მო­იყ­ვა­ნენ მწყობ­რი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა "ატა­მაქ­სის“ ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტას, რო­მე­ლიც 300კმ.ზე აღ­წევს და რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნა ითხოვს, ამე­რი­კა იმის ში­შით არ აძ­ლევს, რომ მერე უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რუ­სე­თის ქა­ლა­ქე­ბი არ და­ბომ­ბონ. ეს რა­კე­ტა უფრო ძლი­ე­რია და შე­უძ­ლია ხი­დის მე­ტად და­ზი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა არც ისაა 100%-იანი გა­რან­ტია. სა­ერ­თოდ, ხი­დის აფეთ­ქე­ბა ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სია“, - ამ­ბობს ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი.

რო­გორც ის გვე­უბ­ნე­ბა, ყი­რი­მის ხი­დის აფეთ­ქე­ბას აქვს რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ისე სამ­ხედ­რო მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუმ­ცა ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, სა­პა­სუ­ხოდ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს რუ­სე­თის მხრი­დან, რო­მე­ლიც არა­ფერ­ზე იხევს უკან.

2012-03-26-03-crimea-peninsula-satellite-photo1-1-56738-1660114492.jpg

"ამ ხი­დის აფეთ­ქე­ბას, პირ­ველ რიგ­ში, ექ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ეს ხიდი არის რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ანექ­სი­ის სიმ­ბო­ლო. თა­ვის დრო­ზე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა პრო­პა­გან­დის­ტებ­მა ამ ხიდს ფილ­მე­ბი მი­უ­ძღვნეს იმ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხა­ზით, აი, რა მაგ­რე­ბი ვართ, რა ხიდი ავა­გეთ, "ყი­რი­მი და­ვიბ­რუ­ნეთ“ და ა.შ.

სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სი­თაც, რა თქმა უნდა, აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ­ხე­ლა კო­მუ­ნი­კა­ცია მო­იშ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, რუ­სეთს დღეს ვი­ნა­ი­დან და­პყრო­ბი­ლი აქვს მა­რი­უ­პო­ლი, მე­ლი­ტო­პო­ლი, ბერ­დი­ანსკი, აზო­ვის ზღვის ნა­პი­რას გა­დის სახ­მე­ლე­თო გზა, რომ­ლი­თაც ისე­დაც შე­უძ­ლია ყი­რი­მის მო­მა­რა­გე­ბა. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, ხი­დის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის საბ­რძო­ლო სულს ძა­ლი­ან აა­მაღ­ლებს და მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც დიდ იმედს ჩა­სა­ხავს. ამის მერე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რუ­სე­თის სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბიც - რო­გორც წესი, რუ­სე­თი მერე, უკ­რა­ი­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლა­ქე­ბის და­ბომბვას იწყებს ხოლ­მე“.