სახლი ტაბახმელაში, დახვეწილი ბაღით და ინტერიერით, რომელზეც ახალგაზრდა დიასახლისმა იზრუნა | Allnews.Ge

სახლი ტაბახმელაში, დახვეწილი ბაღით და ინტერიერით, რომელზეც ახალგაზრდა დიასახლისმა იზრუნა

„შინ“ ამჟამად ტაბახმელაში, ძალიან ლამაზ და დახვეწილ ბაღში იმყოფება სტუმრად. ჩვენი მასპინძელი მერი გურულია. მერის საკუთარი კომპანია აქვს და ბრენდული სასტუმროების რემონტით, ავეჯით მოწყობით არის დაკავებული. საკუთარი სახლის ინტერიერი თავად ითავა, რადგან ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, სახლი საკმაოდ დახვეწილი და კომფორტული გამოვიდა. ბაღის დიზაინი კი ლანდშაფტის დიზაინერს ანდო.

293594301-1722373448101390-5882499798795607484-n-1659693869.jpg

294380640-749777929411600-5779456108985542060-n-1659693914.jpg

- ეს ნაკვეთები ჩემმა მეუღლემ შეიძინა დაახლოებით ათი წლის წინ. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც კონკრეტულად ეს ადგილი აღმოაჩინა. ულამაზესი ველი იყო და წითელი ყაყაჩოებით იყო მოფენილი. მერე უთხრა მეგობრებს და თითქმის ყველა ახლობელმა მოიყარა თავი. გაკეთდა ამხანაგობა. დაიწყეს კომუნიკაციების მოყვანა. ახლა მხოლოდ წყალი არ გვაქვს და იმედია, ესეც მალე იქნება. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვისი სახლიც დაიდგა აქ. 2018 წელს მორჩა მშენებლობა და 2019 წელს დავიწყეთ ბაღის გაშენება.

294673303-3150278775232369-7554165017423244211-n-1659693932.jpg

მშენებლობამ ძალიან გააფუჭა ნიადაგი, ამიტომ დიდი რაოდენობით მიწა შემოვიტანეთ. აქტიურად ვეძებდი ლანდშაფტის დიზაინერს, რადგან ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ბევრი ნამუშევარი ვნახე. განსაკუთრებით მომეწონა თამარ თავართქილაძის ნამუშევრები და სხვაზე აღარც მფიქრია, ყველაფერი მას მივანდე. ბაღი ჯერ მხოლოდ სამი წლისაა და წინ აქვს მთელი სილამაზე. თამარმა უზარმაზარი შომა ჩადო ამ ბაღში. თითოეული მცენარის დარგვის პროცესს თავად გაუწია ზედამხედველობა. ყვავილების შერჩევის პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული. განაგრძეთ კითხვა

myquiz