რატომაა საშიში ცხელ ამინდში ვარჯიში ჯანმრთელობისათვის? | Allnews.Ge

რატომაა საშიში ცხელ ამინდში ვარჯიში ჯანმრთელობისათვის?

ზაფხულში ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და სითბური დარტყმა.ზაფხულში ბევრი ვარჯიშობს არა სპორტ დარბაზში, არამედ გარეთ. ეს კი გარკვეული საშიშროების შემცველია.

ინტენსიურ ფიზიკური დატვირთვას უნდა მოვერიდოთ ჰაერის მაღალი ტმეპრატურის პირობებში.

უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვაც კი გამოიწვევს ორგანიზმში მომატებული სითბოს პროდუქციას. ცხელ ამინდიში ჩვენი სისხლძარღვები უფრო სწრაფად ფართოვდება, პულსი მაქსიმალურად ხშირდება. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სითბური დარტყმა.

ამას გარდა, ინტენსიურმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაუყწლოება, თუ ვარჯიშისას სათანადო რაოდენობით წყალს არ მივიღებთ.

წყალთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ნატრიუმი. მისი დანაკრგი იწვევს დაღლილობას, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას. მნიშვნელოვანია წყლის ბალანსის სწორად შევსება. წყალი უნდა დავლიოთ მცირე მოცულობის ულუფებად მთელი ვარჯიშის განმავლობაში. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი.

ზაფხულში ვარჯიშისთვის ყველაზე კარგი დროა დილის და საღამოს საათები, როდესაც ტემპერატურა შუადღესთან შედარებით დაბალია.

ვარჯიშის დროს, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ორგანიზმის მდგომარეობას და შევწყვიტოთ ფიზიკური აქტივობა თუ გამოვლინდა სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან სხვა უსიამოვნო სიმპტომები.

ცხელ ამინდში ვარჯიშისას უნდა გვეცვას ისეთი მასალის სამოსი, რომელიც სუნთქავს, უნდა ვივარჯიშოთ ჩრდილში და მივიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი.

ვარჯიშის შემდეგ არ უნდა მივიღოთ მაშინვე ცივი შხაპი ან გადავეშვათ წყალში. ორგანიზმმა უნდა დაისვენოს და დარეგულირდეს სითბოს ცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია გაცივების და გულსისხლძარღვთა სისტემაზე სერიოზული ზიანის მიყენების რისკი.

myquiz