ვაკანსია - ტკბილეულის დაგემოვნებაში წელიწადში 78 ათას დოლარს გადაგიხდიან | Allnews.Ge

ვაკანსია - ტკბილეულის დაგემოვნებაში წელიწადში 78 ათას დოლარს გადაგიხდიან

კანადური საკონდიტრო კომპანია Candy Funhouse ტკბილეულის ოფიცრის ვაკანსიას აცხადებს. კერძოდ, კომპანია ეძებს ადამიანს, რომელსაც საკონდიტროს ნუგბარის დაგემოვნება მოუწევს და ამაში წელიწადში 78 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ვაკანსია LinkedIn-ზე ივლისში გამოქვეყნდა და მასზე გამოხმაურება უკვე რამდენიმე ათას აპლიკანტს ჰქონდა.

Candy Funhouse ტორონტოს გარეუბანში მდებარეობს და ადგილობრივ საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს. საკონდიტროს ამჟამინდელი მფლობელების მშობლები წარსულში ასევე წარმატებული კონდიტერები იყვნენ - მათ დონატების მაღაზია და ადგილობრივი რესტორანი ჰქონდათ.

2975973-lyczbhthnlk7nva-a0iq33i0us6xw5lir-wfpank-oy-1659447888.jpg

კომპანიის დირექტორის თქმით, 2021 წელს, პანდემიის პირობებში გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რაც შეეხება ვაკანსიას, კომპანიის განცხადებით, ტკბილეულის ოფიცერი შესაძლოა, გახდეს პირი 5 წლის ასაკიდან, თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო იქნება მშობლის ნებართვა.

კომპანიას 340 000 გამომწერი ჰყავს „ინსტაგრამზე“ და 3 მლნ. Tik-Tok-ზე. „გამომწერებს შორის არის კარდაშიანი“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, თუმცა რომელი კარდაშიანი იგულისხმა, მან არ დააკონკრეტა. განაგრძეთ კითხვა

myquiz