შაკირას 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რას ედავება სასამართლო პოპვარსკვლავს? | Allnews.Ge

შაკირას 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რას ედავება სასამართლო პოპვარსკვლავს?

ესპანელი პროკურორები სასამართლოს სთხოვენ, კოლუმბიელ პოპ-ვარსკვლავს, შაკირას პატიმრობის ვადად 8 წელი და 2 თვე განუსაზღვროს, მომღერალს გადასახადების თავიდან არიდებაში ედება ბრალი.

როგორც AP წერს, შაკირამ 2012-2014 წლებში 14.5 მლნ ევროს ოდენობის გადასახადები არ გადაიხადა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მას 24 მილიონ ევროს ჯარიმასაც დაუწესებენ.

მომღერალმა, რამდენიმე დღის წინ, უარი თქვა პროკურატურის მიერ შეთავაზებულ გარიგებაზე და სასამართლოს მიმართა. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, როდის დაიწყება მისი საქმის განხილვა.

shakira-tax-evasion-1659340798.webp

თავად მომღერალი აცხადებს, რომ სრულიად უდანაშაულოა. სავარაუდოდ, იმ პერიოდში მან დროის უმეტეს ნაწილს ბაჰამის კუნძულებზე გაატარა და არა ესპანეთში. თუმცა, ბრალდების მხარე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ იმ პერიოდში, როცა მომღერალმა ჟერარ პიკესთან ურთიერთობა დაიწყო, რეგულარულად ცხოვრობდა ბარსელონაში.

ბრალდება ეფუძნება IRS-ის ტექნიკოსების მოხსენებებს, რომლებიც აანალიზებდნენ შაკირას ყოველდღიურ ცხოვრებას სტილისტებთან და სილამაზის სალონებში ვიზიტებისთვის, პირველ შვილზე ფეხმძიმობისას ადგილობრივ კლინიკაში ან ბარსელონას მახლობლად მდებარე ჩამწერი სტუდიის დაქირავებისთვის. ტექნიკურმა სპეციალისტებმა მომღერლის სოციალური ქსელებიც გააანალიზეს.

პროკურორების თქმით, შაკირას საქმეში არის დამამძიმებელი გარემოებები „ინტერვენციული იურიდიული პირების“, ანუ საგადასახადო სამოთხეში მყოფი კომპანიების გამოყენების გამო, რამაც მას საშუალება მისცა, დაემალა თავისი შემოსავალი ხაზინიდან.

827cf93b-79d2-4430-bfd2-f5d8189e08b1-1659340690.jpegსაბრალდებო დასკვნაში მოხსენიებულია სულ 14 კომპანია, რომლებიც მდებარეობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, მალტაში, ლუქსემბურგში, აშშ-სა და პანამაში.

შაკირა სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა "ბარსელონას" ვარსკვლავს ჟერარ პიკეს, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს. ოჯახი ბარსელონაში ცხოვრობდა.

myquiz