არეულობა სერბეთი-კოსოვოს საზღვართან - რა გახდა ამის მიზეზი: წესები, რომელთა აღსრულებაც კოსოვოს მთავრობამ გადადო | Allnews.Ge

არეულობა სერბეთი-კოსოვოს საზღვართან - რა გახდა ამის მიზეზი: წესები, რომელთა აღსრულებაც კოსოვოს მთავრობამ გადადო

31 ივ­ლისს, ჩრდი­ლო­ეთ კო­სო­ვო­ში, ეთ­ნი­კურ­მა სერ­ბებ­მა, სერ­ბი­ას­თან ორ მთა­ვარ სა­სა­ზღვრო გა­და­სას­ვლელ­თან. გზე­ბი გა­და­კე­ტეს პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ის­რო­ლეს, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. გვი­ან სა­ღა­მოს, კო­სო­ვოს პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ და­კე­ტა ია­რი­ნი­ე­სა და ბრნი­ა­კის სა­სა­ზღვრო გა­და­სას­ვლე­ლე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის და ტრან­სპორ­ტის­თვის, დე­მონ­სტრან­ტე­ბის მიერ მათი ბლო­კი­რე­ბის გამო.

რა გახ­და არე­უ­ლო­ბის მი­ზე­ზი?

ამის მი­ზე­ზი გახ­და კო­სო­ვოს მთავ­რო­ბის 2 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში 1-ლი აგ­ვის­ტო­დან უნდა შე­სუ­ლი­ყო.

მათ­გან ერ­თის თა­ნახ­მად, სერ­ბე­თი­დან შე­სულ­მა მგზავ­რებ­მა სერ­ბე­თის მიერ გა­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტე­ბი უნდა შეც­ვა­ლონ ახა­ლი, შეს­ვლა-გას­ვლის აღ­მრი­ცხვე­ლი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტით, რო­მელ­საც პრიშ­ტი­ნა გას­ცემს. მას სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა ძალა.

ამ­გვა­რი წესი დიდი ხა­ნია მოქ­მე­დებს სერ­ბეთ­ში და შე­ხე­ბა იქ ჩა­სულ კო­სო­ვოს მო­ქა­ლა­ქე­ებს.

reuters-kosovo-serbia-2021-protests-165931938716x9-1659339561.webp

პრო­ტეს­ტის მე­ო­რე მი­ზე­ზი კი გახ­და წესი, რო­მე­ლიც სა­ნომ­რე ნიშ­ნებს შე­ე­ხე­ბა და რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბაც 1-ლი აგ­ვის­ტო­დან იგეგ­მე­ბო­და.

დღემ­დე ჩრდი­ლო­ეთ კო­სო­ვო­ში ეთ­ნი­კუ­რი სერ­ბე­ბი იყე­ნებ­დნენ მან­ქა­ნე­ბის სა­ნომ­რე ნიშ­ნებს, რომ­ლე­ბიც 1999 ომის შემ­დეგ სერ­ბე­თის ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მიერ იყო გა­ცე­მუ­ლი, და კო­სო­ვოს ქა­ლა­ქე­ბის სა­ხე­ლებს აღ­რი­ცხავ­და შე­მოკ­ლე­ბე­ბით - მა­გა­ლი­თად, KM (კო­სოვ­სკა მიტ­რო­ვი­ცა), PR (პრიშ­ტი­ნა) და ა.შ. რა­საც კო­სო­ვოს მთავ­რო­ბა ­უ­კა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა მათ გა­მო­ყე­ნე­ბას ნე­ბას რთავ­და ჩრდი­ლო­ე­თის ოთხ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­დაც უმ­რავ­ლე­სო­ბა სერ­ბი მო­სახ­ლე­ო­ბაა.

ახლა კო­სო­ვო მო­ი­თხოვს ეს სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი შე­იც­ვა­ლოს კო­სო­ვოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ნომ­რე­ბით, რომ­ლებ­ზეც და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ასო­ე­ბი "RKS" - კო­სო­ვოს რეს­პუბ­ლი­კის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა.

თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა და­წყე­ბუ­ლი არე­უ­ლო­ბის შემ­დეგ, კო­სო­ვოს მთავ­რო­ბამ გა­და­დო კვლავ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კო­სო­ვოს ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მცხოვ­რებ სერ­ბებს სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის შეც­ვლა­სა და კო­სო­ვოს სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის აღე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებს.

კო­სო­ვოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი სერ­ბებს 60-დღი­ან გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდს მის­ცე­მენ კო­სო­ვოს სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის ასა­ღე­ბად.

ამის გარ­და კო­სო­ვოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­დო იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კო­სო­ვო­ში ვი­ზი­ტის მსურ­ველ სერ­ბებს ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ზღვარ­ზე და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტის აღე­ბას.

ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ჯო­ზეფ ბო­რე­ლი კო­სო­ვოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აღ­სრუ­ლე­ბის გა­და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა.

მან­ქა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე უთან­ხმო­ე­ბამ იფეთ­ქა ერთი წლის წი­ნაც, 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, მას მერე, რაც კო­სო­ვოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სერ­ბე­თი­დან შე­სულ ყვე­ლა მძღოლს მოს­თხო­ვა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ დრო­ე­ბი­თი, 60-დღი­ა­ნი, და­ბეჭ­დი­ლი ნომ­რე­ბი, იმ ზო­მე­ბის პა­სუ­ხად, რომ­ლე­ბიც სერ­ბეთ­მა კო­სო­ვო­ელ მძღო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით 2008 წელს შე­მო­ი­ღო - როცა კო­სო­ვომ სერ­ბე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

myquiz