ვინ არიან და რას ჰყვებიან წარსულსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე ვაჟა-ფშაველას დევნილი შთამომავლები- "იყო დრო, ვაჟას ეზოში შესვლის უფლება არ გვქონდა" | Allnews.Ge

ვინ არიან და რას ჰყვებიან წარსულსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე ვაჟა-ფშაველას დევნილი შთამომავლები- "იყო დრო, ვაჟას ეზოში შესვლის უფლება არ გვქონდა"

“ვაჟა-ფშა­ვე­ლაც რომ ცო­ცხა­ლი იყოს, მა­საც კი დავ­ხვრეტ­დი­თო“, - ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა ბოლ­შე­ვი­კურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას, რო­დე­საც ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვეს. ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას უფ­რო­სი ვაჟი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე, ბოლ­შე­ვი­კებ­მა 1923 წლის თე­ბერ­ვალ­ში დახ­ვრი­ტეს, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის რაზმთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის.

მისი დახ­ვრე­ტის შემ­დეგ, ჩარ­გლი­დან, მა­მი­სე­უ­ლი სახ­ლი­დან გა­მო­ყა­რეს მისი ცოლ-შვი­ლი, და­ა­პა­ტიმ­რეს მისი სა­ხე­ლი და ხსოვ­ნა! მისი შვი­ლე­ბი, ხალ­ხის მტრის შვი­ლე­ბის სა­ხე­ლით იზ­რდე­ბოდ­ნენ და სა­კუ­თა­რი გვა­რის ხსე­ნე­ბი­საც კი ეში­ნო­დათ! ასე იყო მა­ნამ, ვიდ­რე ვაჟა-ფშა­ვე­ლას 100 წლის იუ­ბი­ლე­ზე, მწე­რალ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რეს, ერთი სან­დო­მი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი არ გა­მო­ე­ცხა­და და გა­ნა­ცხა­და, - ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ვარ, იუ­ბი­ლე­ზე მო­საწ­ვე­ვი მეც მე­კუთ­ვნი­სო... ათე­უ­ლი წლე­ბის და­ფა­რუ­ლი ამ­ბე­ბი ვა­ჟას ოჯახ­ზე ასე გახ­და ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ელი­ტის­თვის, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ლე­ვა­ნის ოჯა­ხის არ­სე­ბო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნი 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან გა­ი­გო...

დღეს, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გორ­ში ცხოვ­რო­ბენ, გუ­ლით ატა­რე­ბენ იმ სა­ში­ნე­ლი ათწლე­უ­ლე­ბის თავ­გა­და­სა­ვა­ლებს და ტკი­ვი­ლებს, როცა მათ არ­სე­ბო­ბას და ცხოვ­რე­ბას შავი ყო­რა­ნი­ვით თან სდევ­და შიში და და­ვი­წყე­ბის ტკი­ვი­ლი.

vajaaaaaaa1-44939-1659090957.jpg

ambebi.ge-ს სტუმ­რე­ბი, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ძმე­ბი - ლე­ვან და გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვი­ლე­ბი და დები - თა­მარ და ნინო რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც მათი ბე­ბოს­გან, ლე­ვა­ნის მე­უღ­ლის­გან, თა­მარ მთვა­რე­ლი­ძი­სა­გან უამ­რა­ვი რამ აქვთ მოს­მე­ნი­ლი და მო­სა­ყო­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

ლე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას შვილ­თაშ­ვი­ლი, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი:

- მე გახ­ლა­ვართ, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას შვი­ლის - ვა­ჟის შვი­ლიშ­ვი­ლი. რო­გორც ვიცი, ვა­ჟას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და პა­პა­ჩე­მი... ლე­ვა­ნი გორ­ში პირ­ვე­ლად, მის­მა ბი­ძამ თე­დომ ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც იმ დროს მის­დევ­და მე­ფუტკრე­ო­ბას. იქვე ახ­ლოს, მე­ფუტკრე­ო­ბას მის­დევ­და ლე­ვან მთვა­რე­ლი­ძეც, ლე­ვა­ნის სი­მამ­რი. სწო­რედ იქ გა­იც­ნო ლე­ვან­მა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე თა­მარ მთვა­რე­ლი­ძე. მა­შინ­ვე მო­ე­წო­ნათ ერ­თმა­ნე­თი და ძა­ლი­ან მალე იქორ­წი­ნეს. იმ პე­რი­ოდ­ში ლე­ვა­ნი გორ­ში მსა­ხუ­რობ­და. ამ დროს ვაჟა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და მას­თან ჩა­სულ ლე­ვანს სთხო­ვა, - შვი­ლო, იმ კარ-მი­და­მოს ნუ მი­ა­ტო­ვებ, იქაა შენი ფუ­ძეო“. შე­ის­მი­ნა ეს ლე­ვა­ნიმ და ვა­ჟას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მო­კი­და ცოლ-შვილს ხელი და გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად ჩარ­გალ­ში.

goderdzishvili1-49776-1659090980.jpg

ლე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლი

1921 წელს მოხ­და აჯან­ყე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ეროვ­ნულ­მა გმირ­მა, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა შეკ­რი­ბა რაზ­მი და წა­მო­ვი­და თა­ვი­სი შე­ფი­ცუ­ლე­ბით ჩარ­გლი­სა­კენ. ამ დროს პა­პა­ჩე­მი მსა­ხუ­რობ­და იქ მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სად ფშავ­ლე­ბის თხოვ­ნით.

გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და პა­პას. სა­მარ­თლი­ა­ნი კაცი იყო და მფარ­ვე­ლი ყვე­ლა­სი. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ქა­ქუ­ცას მე­გო­ბა­რი იყო ლე­ვა­ნი და რო­დე­საც პა­პას მისი და­ჭე­რის ბრძა­ნე­ბა მი­უ­ღია, ასეთ ხერ­ხს მი­მარ­თა: წა­იყ­ვა­ნა 10 კაცი არაგ­ვის გაღ­მა, სა­დაც ქა­ქუ­ცა იყო და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი და სა­ნამ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, შე­უთ­ვა­ლა, გა­მე­ცა­ლე აქე­დან, ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღეო.. ქა­ქუ­ცა ამ­დგა­რა, ერთი ბატ­კა­ნი წა­მო­უყ­ვა­ნია პა­პას­თან შე­სახ­ვედ­რად და კარ­გა­დაც უქე­ი­ფი­ათ და დამ­შვი­დო­ე­ბი­სას თა­ვის თეთ­რი ნა­ბა­დიც კი აჩუ­ქა, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან ამოტვიფ­რუ­ლი იყო ინი­ცი­ა­ლე­ბით: ქ და ჩ. რო­გორც ჩანს, ამ 10 კა­ცი­დან აღ­მოჩ­ნდა ერთ-ერთი, ვინც ეს ამ­ბა­ვი გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნა. განაგრძეთ კითხვა

myquiz