როგორ უღალატა რუსეთმა საქართველოს 29 წლის წინ - სოჭის შეთანხმება, განიარაღებული სოხუმი და ოკუპანტების და სეპარატისტების შტურმი ქალაქზე | Allnews.Ge

როგორ უღალატა რუსეთმა საქართველოს 29 წლის წინ - სოჭის შეთანხმება, განიარაღებული სოხუმი და ოკუპანტების და სეპარატისტების შტურმი ქალაქზე

1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მი და­ე­ცა, რა­საც წინ უძღო­და რუ­სე­თის მო­რი­გი ღა­ლა­ტი.

სო­ხუ­მის და­ცე­მას წინ, ზა­ფხულ­ში რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა, 27 ივ­ლისს კი სო­ჭის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რა ხელი. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით აფხა­ზეთს ტო­ვებ­და ყვე­ლა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი, აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა. სო­ხუ­მი­დან უნდა გა­ე­ტა­ნათ ქარ­თუ­ლი არ­მი­ის ჯავ­შან-ტექ­ნი­კა და არ­ტი­ლე­რია. აფხა­ზურ ტექ­ნი­კა­ზე კონ­ტრო­ლი აფხა­ზეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბულ რუ­სულ ნა­წი­ლებს და­ე­ვა­ლა. რო­მე­ლიც ოკუ­პან­ტებ­მა და მათ­გან წა­ხა­ლი­სე­ბულ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა მა­ლე­ვე და­არ­ღვი­ეს.

1993 წლის 1-ლი­დან 20 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ოდ­ში ქარ­თულ­მა მხა­რემ მთლი­ა­ნად შე­ას­რუ­ლა შე­თან­ხმე­ბა: მდი­ნა­რე გუ­მის­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე და­ტო­ვა მხო­ლოდ ორი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო პუნ­ქტი, და­ი­წყო ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის დაშ­ლა, ფო­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნა მძი­მე ტექ­ნი­კა.

1993 წლის 16 სექ­ტემ­ბერს რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა და­არ­ღვი­ეს სო­ჭის შე­თან­ხმე­ბა და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ი­წყეს მა­სობ­რი­ვი შტურ­მი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნი­ა­რა­ღე­ბულ სო­ხუმ­ზე. იე­რი­ში ძი­რი­თა­დად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სო­ხუ­მის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე.

aivazovi-1380-40250-1658932663.jpg

1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის კონ­ფე­დე­რან­ტე­ბი­სა და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი "ბო­ე­ვი­კე­ბის" მეშ­ვე­ო­ბით, აფხაზ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა აი­ღეს სო­ხუ­მი.

მას მერე, რაც უკ­რა­ი­ნი­დან მარ­ცვლე­უ­ლის გა­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით თით­ქოს მი­იღ­წა შე­თან­ხმე­ბა კრემლთან, რუ­სეთ­მა ოდე­სის პორ­ტი და­ბომ­ბა, მომ­ხდარ­მა ჩვენ­ში ბევ­რს გა­ახ­სე­ნა 1993 წელს რო­გორ და­არ­ღვია ოკუ­პან­ტმა შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

ამის თა­ო­ბა­ზე წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯიპა-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:

"ნა­თე­ლია, რომ რუ­სეთ­თან ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბის ფასი იმა­ვე ფურ­ცლის ფა­სის ტო­ლია, რო­მელ­ზეც ეს შე­თან­ხმე­ბაა და­წე­რი­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც 29 წლის წინ მოხ­და.

1993 წლის 26-27 ივ­ლისს სოჭ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ხელი მო­ე­წე­რა ცე­ცხლის შე­წყვე­ტას აფხა­ზეთ­ში. ამ დროს სო­ხუ­მი ჩვენს ხელ­ში იყო, თუმ­ცა მის თავ­ზე არ­სე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი 5 ივ­ლი­სი­დან მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ჰქონ­და და­კა­ვე­ბუ­ლი. ამათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სვა­ნუ­რი სო­ფე­ლი კა­მა­ნი იყო, რომ­ლის აღე­ბის შემ­დე­გაც სე­პა­რა­ტის­ტებ­მა, რუ­სებ­მა და ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებ­მა სოფ­ლის მცვე­ლე­ბი და ყვე­ლა დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე მოკ­ლეს, ად­გი­ლობ­რი­ვი მღვდე­ლი კი ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში დახ­ვრი­ტეს. შემ­დეგ კი მთე­ლი ღამე რუ­სულ სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ინც დას­თან­ხმდა სო­ჭის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და სო­ხუ­მი­დან გა­იყ­ვა­ნა მძი­მე ტექ­ნი­კა და შე­წყვი­ტა და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. 3 სექ­ტემ­ბერს მოს­კოვ­ში შე­თან­ხმე­ბას დას­რუ­ლე­ბუ­ლი სახე მი­ე­ცა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა შე­ას­რუ­ლა. ამა­სო­ბა­ში რუ­სუ­ლი ია­რა­ღი და ტექ­ნი­კა აფხა­ზეთ­ში გან­ლაგ­და და ზუს­ტად 13 დღე­ში, 16 სექ­ტემ­ბერს მძი­მე ტექ­ნი­კი­სა­გან და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი სო­ხუ­მის შტურ­მი და­ი­წყო. იქვე მუ­შა­ობ­და რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­აც, რო­მე­ლიც სო­ხუმს 16-27 სექ­ტემ­ბრის პე­რი­ოდ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ბომ­ბავ­და. ოღონდ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, მა­ნამ­დეც აქ­ტი­უ­რობ­და რუ­სე­თი და ერთჯე­რა­დად კი­დეც მო­ხერ­ხდა რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბა ქარ­თველ სამ­ხედ­რო­თა მიერ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­შინ, 26-27 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ენდო რუ­სეთს. კი­დევ ერთხელ: რუ­სეთ­თან და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას იმ­დე­ნი­ვე ფასი აქვს, რამ­დე­ნიც იმ ქა­ღალდს, რო­მელ­ზეც იგია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი".