როგორ წარიმართა "დისკოს მოცეკვავის" მთავარი მსახიობების ცხოვრება | Allnews.Ge

როგორ წარიმართა "დისკოს მოცეკვავის" მთავარი მსახიობების ცხოვრება

"დისკოს მოცეკვავეს" მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა. იგი ეკრანებზე 1984 წელს გამოჩნდა. ფილმის სიუჟეტი უამრავმა ადამიანმა, ფაქტობრივად, ზეპირად იცოდა. ხოლო იქ გაჟღერებული ჰიტები ცალკე ალბომად 1985 წელს გამოვიდა და მასაც ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. "დისკოს მოცეკვავის" პრემიერიდან 38 წელი გავიდა და ერთ დროს ყველასთვის საყვარელი მსახიობების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მითჰუნ ჩაკრაბორტი

11-1658907191.jpg

მითჰუნი მრავალშვილიან, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ბიჭი ადრეული ასაკიდან ოცნებობდა, რომ მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ კინოს სამყაროში აღმოჩნებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ქიმიკოსობა გადაწყვიტა, სწავლის პარალელურად კი ნახევარ განაკვეთზე კოსმეტიკის გაყიდველად მუშაობდა. ერთ დღეს კინოს ინსტიტუტში სტუდენტების მიღების შესახებ განცხადება წაიკითხა და გადაწყვიტა, ბედი ეცადა. თავიდან მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, რადგანაც ბიჭი ღარიბულად გამოიყურებოდა და ცუდად ეცვა.

თუმცა, როგორც კი სიმღერა და ცეკვა დაიწყო, ეს დამოკიდებულება მაშინვე შეიცვალა. ბიჭს ბუნებრივი, თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა და რიტმს საოცრად გრძნობდა. მისი პირველი სერიოზული როლი ფილმში "სამეფო ნადირობა" შედგა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ "დისკოს მოცეკვავემ" მოუტანა. ფილმში მან საკუთარი თავი განასახიერა, რადგანაც რეალურ ცხოვრებაშიც ღარიბი იყო და დიდებისკენ მიმავალ გზაზე მარტო მიდოდა, თან თავდაუზოგავად შრომობდა. "დისკოს მოცეკვავის" ეკრანზე გამოჩენის შემდეგ მითჰუნმა უამრავი შეთავაზება მიიღო.

1-1658907207.1_.jpg

1995 წელს მითჰუნ ჩაკრაბორტი ინდოეთის ყველაზე სექსუალურ მსახიობად აღიარეს, ხოლო 1999 წელს ის "რეკორდების წიგნში", როგორც ყველაზე მეტი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, ისე მოხვდა. კერძოდ, მან მთავარი როლი 249 ფილმში შეასრულა. ახლა 71 წლისაა. ამ დროის განმავლობაში, 350-ზე მეტი როლი შეასრულა, მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული ფილმებია: "ჯუნგლების კანონით", "სიყვარულის ტაძარი", "ცეკვა, ცეკვა".თავდაპირველად მითჰუნი მოდელ ჰელენა ლიოკზე დაქორწინდა. მაგრამ, ეს ქორწინება მალევე განქორწინებით დასრულდა. მეორე ცოლმა, პოპულარულმა მსახიობმა იოგიტა ბალიმ, მითჰუნს სამი ვაჟი აჩუქა, მიატოვა კარიერა და თავი ოჯახს მოუძღვნა. მათი შვილებიც მსახიობები გახდნენ.

22-1658907223.jpg

მითჰუნი საზოგადოების წინაშე კვლავ აქტიურად ჩნდება. ინდოეთში ცეკვების კონსურსში ჟიურის წევრადაც მიიწვიეს და თავადაც ასრულებს ხოლე ნომრებს. ოჯახში ერთი ნაშვილები ქალიშვილი ჰყავთ. ეს ამბავი კი საოცრად განვითარდა. ერთ დღეს ნაგავსაყრელიდან ატირებული ბავშვის ხმა გაიგონა. მსახიობმა ახალშობილი გოგონა საავადმყოფოში წაიყვანა. მოგვიანებით კი, ცოლთან შეთანხმების შემდეგ, ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტა. პატარას დიშანი დაარქვეს და სიყვარულით აღზარდეს. გოგონასაც ძალიან გაუმართლა, რადგანაც მითჰუნის ოჯახი ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და შეძლებულ ოჯახად ითვლება. კინოდან შემოსული ჰონორარები მსახიობმა სასტუმროების ბიზნესში ჩადო და ერთ დროს ღარიბი ბიჭი, საკმაოდ მდიდარ ადამიანად გადაიქცა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz