ვინ არის უკრაინელი სნაიპერი ქალი: თავდაპირველად ადამიანებს უჭირდათ დაჯერება, რომ ის ნამდვილად სამხედრო იყო | Allnews.Ge

ვინ არის უკრაინელი სნაიპერი ქალი: თავდაპირველად ადამიანებს უჭირდათ დაჯერება, რომ ის ნამდვილად სამხედრო იყო

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რი­გებ­ში ბევ­რი ქა­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს ახალ­გაზ­რდა ქალი, მეტ­სა­ხე­ლად, "ჩიტი", რო­მე­ლიც "აზოვსტალ­ში" იბ­რძო­და და თა­ვი­სი ნამ­ღე­რით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის გული და­ი­პყრო. ქალ მებ­რძო­ლებს შო­რის არის უკ­რა­ი­ნე­ლი სნა­ი­პე­რი ალექ­სან­დრაც.

გო­გო­ნას ფო­ტო­ე­ბი ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა­სა და კო­მენ­ტარს იმ­სა­ხუ­რებს. მას "უკ­რა­ი­ნელ ლარა კროფტს" ეძა­ხი­ან და გა­საკ­ვი­რიც არ არის - გარ­და სი­ლა­მა­ზი­სა, ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის გმირ­თან ალექ­სან­დრას სხვა სა­ერ­თოც აქვს, ტატუ და ია­რა­ღის ფლო­ბის ოს­ტა­ტო­ბა.

ee50836463e01fa998262794a2e01558-44493-1658898366.jpg

ქალს ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­ჯი­შობს. რო­დე­საც მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ადა­მი­ა­ნებს უჭირ­დათ და­ჯე­რე­ბა, რომ ეს მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნა ნამ­დვი­ლად სამ­ხედ­რო იყო.

ალექ­სან­დრას სა­მუ­შაო ად­გი­ლი გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო არ ხმა­ურ­დე­ბა, მაგ­რამ 2022 წლი­დან ის უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რობს.

screenshot-1-44518-1658898382.jpg

ალექ­სან­დრა არ სა­უბ­რობს თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა, მაგ­რამ უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ფო­ტო­ებს სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში და ია­რა­ღით ხელ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზი­ა­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნის ჯარ­ში 50 000-ზე მეტი ქალი მსა­ხუ­რობს, ოქ­ტომ­ბრი­დან კი შე­საძ­ლოა მათი რი­ცხვი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს. უკ­რა­ი­ნელ ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­უ­ერ­თდნენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის არ­მი­ის რი­გებს.

myquiz