უნიკალური ციხე ავსტრალიაში, სადაც პატიმრებს საპყრობილის ფარგლებს გარეთაც შეუძლიათ მუშაობა | Allnews.Ge

უნიკალური ციხე ავსტრალიაში, სადაც პატიმრებს საპყრობილის ფარგლებს გარეთაც შეუძლიათ მუშაობა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ციხე ბორონიაში – უნიკალურ ციხეში, სადაც ქალბატონები პირადად არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე. ციხე ქალაქ პერთში (დასავლეთ ავსტრალია), 17 წელია რაც გაიხსნა და მასში 95 ქალი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ციხეში შვილებთან ერთად ცხოვრობს.

2021032518501790773-1-1658821058.jpg

აღსანიშნავია, რომ აქ ქალები არა საკნებში, არამედ ხუთოთახიან სახლებში ცხოვრობენ, სადაც ორი სააბაზანო ოთახიც არის. მათ შეუძლიათ იმუშაონ, როგორც ციხის ტერიტორიის ბაღში ან სამზარეულოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. 2021032518531590773-1658821090.jpg

ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ასეთი მიდგომა ქალი-პატიმრების რეაბილიტაციისთვის უფრო მეტი სიკეთის მომტანია, ვიდრე ტრადიციული ციხეები და ეხმარება მათ გათავისუფლების ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტაციაში.

მათი მიზანი არა ადამიანების დასჯა, არამედ, მათი უკეთეს პიროვნებებად ქცევაა.

ოფიციალური ინფორმაციით თანახმად, ქალების უმეტესობა, რომლებიც სასჯელის მოხდის შემდეგ ბორონიას ტოვებენ სხვა პატიმრებთან შედარებით უფრო ადვილად პოულობენ სამსახურს და უკეთ ინტეგრირებულები არიან საზოგადოებაში.

ამასთან, როდესაც ქალებს საპატიმროში ყოფნის ერთ წელზე ნაკლები დრო აქვთ დარჩენილი, მათ შეუძლიათ პოტენციურ დამსაქმებლებთან აპლიკაციები გაგზავნონ, რათა ციხის დატოვების შემდეგ სამსახურის შოვნაზე დრო არ დაკარგონ.

2021032518534590773-1658821124.jpg

2021032518585290773-1658821136.jpg

2021032518592090773-1658821147.jpg

ნახეთ, ბორონიაში მცხოვრები ქალების დამოკიდებულება უნიკალურ ციხეზე:

„იმდენად ბედნიერი ვარ, აქამდე არასდროს მიფიქრია, რომ საკმარისად კარგი ვიყავი სამსახურისთვის."

"არ მეგონა, რომ ჩემს წარსულს მიმღებდნენ - 16 წლის ასაკში დავიწყე დანაშაულის ჩადენა და მართლაც საშინელი ადამიანი გავხდი"

"მთელი შტატის ციხეებში ვიყავი, მაგრამ აღარ ვაპირებ დაბრუნებას."

myquiz