როდიდან შეწყდება წვიმები ზღვისპირეთში და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით - ინტერვიუ სვეტლანა ნიორაძესთან | Allnews.Ge

როდიდან შეწყდება წვიმები ზღვისპირეთში და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით - ინტერვიუ სვეტლანა ნიორაძესთან

ბოლო დღე­ე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით გრი­ლი ამინ­დე­ბია. ძი­რი­თა­დად ნა­ლე­ქია ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში, რის გა­მოც დამ­სვე­ნებ­ლე­ბი წუ­ხან.

რო­დი­დან გა­მო­ი­და­რებს და რო­გო­რი ამინ­დე­ბი გვე­ლო­დე­ბა მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში, ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე გვე­სა­უბ­რა:

- 11 ივ­ლი­სი­დან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტ­წი­ლად წვი­მი­ა­ნი და გრი­ლი დღე­ე­ბია, მაგ­რამ ეს არ არის უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კლი­მატ­წარ­მომმ­ქნე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­დან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს შავი ზღვა, და­სავ­ლე­თი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჰა­ე­რის მა­სებს ყო­ველ­თვის ახ­ლავს თან ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი. ეს არ არის უჩ­ვე­უ­ლო ან რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა. დღეს და ხვალ ისევ ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ორ­შა­ბა­თი­დან ნა­ლე­ქი შე­სუს­ტდე­ბა და გა­მო­ი­და­რებს... წვი­მე­ბი შე­წყდე­ბა და ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს.

- ისევ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, რამ გა­მო­იწ­ვია ასე­თი ჭარ­ბი ნა­ლე­ქი?

- ვი­მე­ო­რებ, გა­სუ­ლი ორი კვი­რის ნა­ლე­ქი არ წარ­მო­ად­გენს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნას. ივ­ლი­სის თვის პირ­ვე­ლი დე­კა­და საკ­მა­ოდ თბი­ლი იყო, ბა­თუმ­ში 31 გრა­დუს­მა­დეც ადი­ო­და ტემ­პე­რა­ტუ­რა... მე­ო­რე და­კა­და­ში, 11-დან და­წყე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად და­ე­ცა. ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი არ ყო­ფი­ლა, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყო, რაც რა თქმა უნდა ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ასე­ვე ტუ­რის­ტე­ბის­თვის.

- რო­დი­დან არის სა­სურ­ვე­ლი აჭა­რა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა?

- ორ­შა­ბა­თი­დან უკვე შე­იძ­ლე­ბა წას­ვლა... 25 ივ­ლი­სი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რა უკვე მო­ი­მა­ტებს და 26 ივ­ლი­სი­დან კარ­გი ამინ­დე­ბია, ზღვა­ზე მზეც და სით­ბოც იქ­ნე­ბა... თუმ­ცა აჭა­რა­ში დამ­სვე­ნებ­ლებს სულ უნა­ლე­ქო ამინ­დებს მა­ინც ვერ ვპირ­დე­ბით. იგი­ვეს ვე­ტყო­დი იმე­რე­თის, სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას... ორ­შა­ბა­თი­დან მთელ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ლე­ქი და­იკ­ლებს. ყო­ვე­ლი დღე უნა­ლე­ქო არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამინ­დი დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა... აგ­ვის­ტო და სექ­ტემ­ბე­რი წინ გვაქვს და მზი­ა­ნი , უნა­ლე­ქო ამინ­დე­ბიც იქ­ნე­ბა.

ambebi.ge

myquiz