ვის ეკუთვნის ნადარბაზევის ტბასთან გაშენებული მზესუმზირის ულამაზესი პლანტაციები, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს? | Allnews.Ge

ვის ეკუთვნის ნადარბაზევის ტბასთან გაშენებული მზესუმზირის ულამაზესი პლანტაციები, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს?

ბოლო კვი­რე­ბია ფო­ტოგ­რა­ფე­ბის და უბ­რა­ლოდ ფო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ნა­დარ­ბა­ზე­ვის ტბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველდრი­უ­რად გვხდე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც მზე­სუმ­ზი­რის ულა­მა­ზეს პლან­ტა­ცი­ებ­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

50 ჰა ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ულა­მა­ზე­სი პლან­ტა­ცი­ე­ბი სო­ფელ ნაწ­რეტ­ში მცხოვ­რებ თე­მურ ფსუ­ტურს ეკუთ­ვნის. ამ­ბობს, რომ მნახ­ვე­ლე­ბი პლან­ტა­ცი­ებს გა­სულ წელ­საც ჰყავ­და, თუმ­ცა წელს მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

თე­მურ ფსუ­ტუ­რი:

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზად არის ტბას­თან ყვი­თე­ლი ფერი შერ­წყმუ­ლი და უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­დის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. შარ­შან 5 ჰექ­ტარ­ზე დავ­თე­სეთ მზე­სუმ­ზი­რა და ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­ვა­ლი მოგ­ვი­ვი­და, ამი­ტომ წელს 50 ჰექ­ტარ­ზე დავ­თე­სეთ.

294661761-5956956730986863-4701755851445035465-n-49839-1658575468.jpg

ფოტო: ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე

შარ­შა­ნაც ჩა­მო­დი­ო­და ხალ­ხი, მაგ­რამ ამ­დე­ნი არა. მახ­სოვს, შარ­შან მო­დე­ლე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს გა­და­სა­ღე­ბად, ცოტა ისეთ ად­გილ­ზე გვე­თე­სა არ ჩან­და. თან პან­დე­მია რომ და­ემ­თხვა, ძი­რი­თა­დად ქორ­წი­ლის ხალ­ხი თუ მო­დი­ო­და სუ­რა­თე­ბის გა­და­სა­ღე­ბად.

294634337-1534818636920686-6802696441904507283-n-52257-1658575499.jpg

ჩვე­ნი გათ­ვლაც ეს იყო, გარ­და იმი­სა, რომ შე­მო­სავ­ლის წყა­როა, გვინ­და, რომ მო­მა­ვალ­ში აგ­რო­ტუ­რის­ტუ­ლი სას­ტუმ­რო გა­ვა­კე­თოთ. ჯერ­ჯე­რო­ბით ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მომ­ზა­დე­ბა ვერ მო­ავ­სწა­რით ად­გილ­ზე, რომ მა­გი­დე­ბი და სკა­მე­ბი გა­ვა­კე­თოთ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამა­საც ვა­პი­რებთ.

myquiz