10 საოცარი დამთხვევა, რომლის დაჯერება ძალიან რთულია
ბევრი ჩვენგანი, თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ, დამთხვევის მოწმე გამხდარა. ზოგიერთებმა კი, ასეთ ფაქტებზე, ბიზნესიც კი "ააგორეს" (წინასწარმეტყველები, ექსტრასენსები, მკითხავები და სხვა). მაგრამ, არსებობს ისეთი დამთხვევები, რომლებიც ნამდვილად რომ გაოცებას იწვევს. აქ სწორედ მსგავს ფაქტებს წარმოგიდგენთ:
კაცი, რომელიც 2 ტერაქტს გადაურჩა
ამერიკელი, სახელად მეთიუ, ორ ტერაქტს გადაურჩა: პირველად, 2001 წლის 11 სექტემბერს, როდესაც United Airlines–ს თვითმფრინავი, 2–დან – ერთ–ერთ ცათამბჯენს დაეჯახა. მეთიუ იმ მომენტში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი იყო. ხოლო მეორედ – პარიზში, ბატაკლანის თეატრში, 2015 წლის განხორციელებული ტერაქტის დროს, ის დარბაზში იყო. თეატრში 3 ტერორისტი შეიპარა და მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 89 ადამიანი და 200–ზე მეტი დაიჭრა.
ედგარ ალან პო
საიდან უნდა სცოდნოდა მწერალს ფაქტის შესახებ, რომელიც, თითქმის, 50 წლის შემდეგ მოხდა? თავის წიგნში "ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი", მწერალი აღწერს, თუ როგორ შეჭამა, გემის ჩაძირვის შემდეგ, გადარჩენილმა ოთხმა მეზღვაურმა იუნგა რიჩარდ პარკერი. პოს მტკიცებით, ეს ისტორია რეალურ ფაქტებს ეფუძნებოდა, მაგრამ იმ პერიოდში მსგავსი არაფერი მომხდარა...
თუმცა, 46 წლის შემდეგ, მართლაც ჩაიძირა გემი და ეკიპაჟის 4 წევრმა, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, მართლაც შეჭამეს მეხუთე წევრი... და როგორც პრესა იტყობინებოდა, იმ უბედურს – რიჩარდ პარკერი ერქვა.
მარკ ტვენმა საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა
მწერალი 1835 წელს დაიბადა, როდესაც დედამიწის სიახლოვეს კომეტა გალეამ ჩაიარა. ეს კომეტა ჩვენს პლანეტას 76 წელში ერთხელ უახლოვდება. ხოლო ტვენმა იწინასწარმეტყველა, რომ ის კომეტის მომდევნო გამოჩენის დროს მოკვდებოდა... და მწერალი 1910 წელს, ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც გალეა, დედამიწის სიახლოვეს, ისევ გამოჩნდა.
ერთი ბედის 2 პრეზიდენტი
აბრაამ ლინკოლნს და ჯონ ფ. კენედს შორის არაერთი დაუჯერებელი დამთხვევა არსებობს. ორივე კეფაში ნასროლი ტყვიით, პარასკევს, დღესასწაულის წინ გარდაიცვალა (კენედი მადლიერების დღის წინ, ხოლო, ლინკოლნი – აღდგომის წინ) და ორივეს, მათზე თავდასხმის მომენტში, მეუღლე ახლდა. ამას გარდა:
• ორივე მათგანს ჰყავდა მეგობარი, სახელად ბილი გრემი.
• ორივე პრეზიდენტს 4 შვილი ჰყავდა.
• კენედის მდივანი იყო მისის ლინკოლნი, ლინკოლნის მდივანს კი, ჯონი ერქვა.
• ორივე პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, მათი პოსტი ვიცე–პრეზიდენტებმა, გვარად ჯონსონებმა დაიკავეს!
გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი და ჯიმი ჰენდრიქსი მეზობლები იყვნენ
ყველასთვის ცნობილი მუსიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ პირველი გერმანიაში დაიბადა, მეორე კი – ამერიკაში, ლონდონში მეზობლად ცხოვრობდნენ.ჰენდელი ცხოვრობდა ბრუქ სტრიტის 25 ნომერში ცხოვრობდა, სახლში ცხოვრობდა, ხოლო ჰენდრიქსი – 23–ში.მათ ერთმანეთისგან 200–ზე მეტი წელი ყოფდა, მაგრამ ეს ნამდვილად რომ უცნაური დამთხვევა არის. განაგრძეთ კითხვა