"ძალიან შემიყვარდა და ჰობიდ მექცა მცენარეების მოვლა" - ლამაზი ეზო სამეგრელოდან და მისი დიასახლისი | Allnews.Ge

"ძალიან შემიყვარდა და ჰობიდ მექცა მცენარეების მოვლა" - ლამაზი ეზო სამეგრელოდან და მისი დიასახლისი

როზა გუგუჩია პროფესიით გემო-კვების ტექნოლოგია. ამჟამად ოჯახის მოვლა-პატრონობით არის დაკავებული და მთელ თავის ენერგიას ოჯახის წევრებს და მის ულამაზეს ბაღს უთმობს. მწვანეში ჩაფლულ ეზოს ქალბატონი როზა დიდი რუდუნებით უვლის, რის შედეგადაც ბაღი ყველას აღფრთოვანებას იწვევს.

- 16 წლის ვიყავი, როცა ამ ოჯახში შემოვედი. რომ გითხრათ ბავშვობიდან მიყვარს მცენარეები-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ ამ ოჯახში დამხვდა სილამაზის მოყვარული ქალბატონი და მეც შემაყვარა ბუნება. თავიდან მინდოდა, დედამთილისთვის მესიამოვნებინა, მაგრამ მერე ძალიან შემიყვარდა და ჰობად მექცა მცენარეების მოვლა.

- სამეგრელოში გამორჩეულად ლამაზი ეზოებია. არც თქვენია გამონაკლისი...

294003897-599296818649534-8866131391006803511-n-1658565171.jpg

- დიახ, ჩემი ეზოც სამეგრელოშია, ზუგდიდის რაიონში, სოფელი შამგონა. აქ ყველას ლამაზი და მოვლილი ეზო აქვს, ვერაფრით გააკვირვებ აქაურებს. მაგრამ ჩემი ეზო უყვართ და ბევრ კომპლიმენტსაც ვღებულობ მათგან, რაც ძალიან მახარებს.საინტერესო და ლამაზი რელიეფი აქვს ჩემს ეზოს. თითქოს გიხმობს, რომ იქ სილამაზეები შექმნა, გაისარჯო, იფიქრო, იშრომო და შედეგიც მიიღო. ყველაფერია აქ იმისთვის, რომ დილით ადგომა გიხაროდეს და საღამოს სასიამოვნოდ დაღლილი, თავს ბედნიერად გრძნობდე. 15 წელზე მეტია, ჩემი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. ადრე გაზაფხულიდან ვიწყებ ფუსფუსს და იმაზე ფიქრს, თუ როგორი იქნება ჩემი ეზო წელს, სად რა დაირგვება.

- საკმაოდ დიდი და ლამაზი ბაღი გაქვთ. არ გაგიჭირდათ მისი გაშენება?

- როცა გიყვარს და გულით გინდა, ძნელი სულაც არ არის. ვინმე რომ მაიძულებდეს ამის კეთებას, ალბათ ვერ შევძლებდი. მარტო ვუვლი ბაღს, არც მინდა ვინმე ჩაერიოს, ეს ჩემია, ჩემი საქმე და ჩემი ცხოვრებაა. რა თქმა უნდა, სხვა საქმეებიც ბევრი მაქვს ოჯახში, მაგრამ ეს დასვენების ტოლფასი შრომაა ჩემთვის.

293410307-795121731505930-1085518318719241805-n-1658565195.jpg

განაგრძეთ კითხვა

myquiz