სად უნდა დავასვენოთ ალერგიული ბავშვები და რომელ დაავადებას რომელი კურორტი უხდება? | Allnews.Ge

სად უნდა დავასვენოთ ალერგიული ბავშვები და რომელ დაავადებას რომელი კურორტი უხდება?

ზა­ფხუ­ლი პიკ­შია, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი ფიქ­რობს, სად გა­ა­ტა­როს კუთ­ვნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა. თუ გაქვთ სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რი, ან მუ­შა­ობთ ფი­ზი­კუ­რად, ალ­ბათ, გა­ინ­ტე­რე­სებთ, სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ კუ­რორტზე სჯობს დას­ვე­ნე­ბა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა გა­ი­კა­ჟოთ და კვლა­ვაც ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბა შეძ­ლოთ.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შვე­ბუ­ლე­ბას სად და რო­გორ გა­ვა­ტა­რებთ. სა­სარ­გებ­ლო და ჯან­საღ პი­რო­ბებ­ში დას­ვე­ნე­ბა კი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც ეს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ამ დროს ხდე­ბა ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე დავ­ხარ­ჯეთ.

დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ენერ­გი­ის ისე­თი მა­რა­გით უნდა და­ვი­მუხ­ტოთ, რო­მე­ლიც შემ­დგომ სა­მუ­შაო პე­რი­ოდს ად­ვი­ლად გაგ­ვა­ტა­ნი­ნებს. ამი­ტომ, დას­ვე­ნე­ბის ად­გი­ლის არ­ჩე­ვა სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა, რო­მელ­საც სწო­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

სამ­კურ­ნა­ლო კუ­რორ­ტის არ­ჩე­ვა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მოხ­დეს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი. სჭირ­დე­ბა თუ არა ბუ­ნებ­რი­ვი სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვი სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი კი გახ­ლავთ - მზე, წყა­ლი, ჰა­ე­რი ანუ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი კლი­მა­ტი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი, სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხე­ბი, სპე­ლეო მღვი­მე­ე­ბი, ზღვის სა­ნა­პი­რო, სხვა­დას­ხვა წყალ­სა­ცა­ვი, მდი­ნა­რე და ა.შ" - გვე­უბ­ნე­ბა თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის ექი­მი-თე­რა­პევ­ტი მა­ნა­ნა ტა­ბი­ძე და თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge-ს კი­თხვებს ასე პა­სუ­ხობს.

baxmaro-29142-1658557945.jpg

- ბავ­შვე­ბის­თვის და­სას­ვე­ნებ­ლად მთის რო­მე­ლი კუ­რორ­ტია სა­უ­კე­თე­სო?

- იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბი მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ჯან-მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ ორ­გა­ნიზმს ბრძო­ლის უნა­რი ჰქონ­დეთ, სა­ჭი­როა მათი ორ­გა­ნიზ­მის გა­კა­ჟე­ბა. კარ­გია, თუ ისი­ნი მთის კუ­რორ­ტებ­ზე და­ის­ვე­ნე­ბენ, ვი­ნა­ი­დან მთის კუ­რორ­ტებს ორ­გა­ნიზ­მზე ძლი­ე­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა აქვს, კერ­ძოდ, მატ­რე­ნი­რე­ბე­ლი თვი­სე­ბა, ე.ი. იწ­ვევს რთულ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა და სხვა­დას­ხვა მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბი­სად­მი მდგრა­დო­ბის ზრდა მოჰ­ყვე­ბა.

ბავ­შვე­ბის­თვის კარ­გია ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის კუ­რორ­ტე­ბი, თბი­ლი­სის სა­გა­რე­უბ­ნო კუ­რორ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის - კო­ჯო­რი, კი­კე­თი, მან­გლი­სი, წყნე­თი, სა­გუ­რა­მო. ოღონდ, აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ბავ­შვის ასა­კი და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ ბავ­შვი მცი­რე ასა­კის არის, უმ­ჯო­ბე­სია ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე კუ­რორ­ტე­ბი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სწრა­ფად აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ.

slide2-29233-1658557964.jpeg

- ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბი რო­მელ კუ­რორ­ტებ­ზე უნდა და­ვას­ვე­ნოთ?

- ალერ­გი­უ­ლი პა­ტა­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი კუ­რორ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ალერ­გია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და შე­იძ­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თის­თვის ამა თუ იმ კუ­რორტზე რო­მე­ლი­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ალერ­გე­ნი იყოს წამ­ყვა­ნი. დიდი ხა­ნია, სუ­რა­მი სა­უ­კე­თე­სო კუ­რორ­ტად ით­ვლე­ბა და ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად სა­უ­კე­თე­სო ადი­ლია. ასე­ვე ვურ­ჩევ­დი ბა­კუ­რი­ანს, შოვს, ბახ­მა­როს და ბორ­ჯო­მის სა­კუ­რორ­ტო ზო­ნას, ან რო­მე­ლი­მე კარგ სო­ფელს, სა­დაც ბავ­შვი თავს კარ­გად იგ­რძნობს.

- ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ვე­ნე­ბი აწუ­ხებთ, და­სა­ვე­ნებ­ლად რო­მელ კუ­რორ­ტს უნდა მი­მარ­თონ?

- ასეთ პი­რებს, პირ­ველ რიგ­ში, წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი სჭირ­დე­ბათ, კერ­ძოდ, ცურ­ვა, წყალ­ქვე­შა ვარ­ჯი­შე­ბი, აკ­ვა­ა­ე­რო­ბი­კა. ასე­თი და­ა­ვა­დე­ბის­თვის ასე­ვე კარ­გია აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა, - ერთ-ერთი პირ­ვე­ლი წა­მა­ლია. ასე­ვე უნდა ჩა­ი­ტა­რონ კუ­რორ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის აბა­ზა­ნე­ბით და ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ით. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ქა­ლა­ქი­დან გა­უს­ვლე­ლად, თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტში­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი, მათ შო­რის, ვე­ნე­ბის. თუ ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა უნ­დათ, მა­შინ კარ­გია წყალ­ტუ­ბოს აბა­ზა­ნე­ბი, ბორ­ჯო­მის ნახ­ში­რორ­ჟან­გი­ა­ნი აბა­ზა­ნე­ბი, ყვე­ლა მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, რო­მე­ლიც ამა თუ იმ ად­გილ­ზე არ­სე­ბობს და რო­მე­ლიც აბა­ზა­ნე­ბის სა­ხით ვე­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნა­ი­რი წყლის პრო­ცე­დუ­რა ვა­რი­კო­ზის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია. განაგრძეთ კითხვა

myquiz