გოგონა 9 წლის ასაკში გაათხოვეს, მან კი მოძალადე ქმრისგან გაქცევა და განქორწინება მოახერხა - ნუჯუდ ალის ამბავი | Allnews.Ge

გოგონა 9 წლის ასაკში გაათხოვეს, მან კი მოძალადე ქმრისგან გაქცევა და განქორწინება მოახერხა - ნუჯუდ ალის ამბავი

ალბათ, ბევრი ადამიანისათვის ბედნიერი ბავშვობა სილაღესთან, სიფერადესთან, თამაშთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასთან ასოცირდება. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში, ბავშვებს სულაც არ აქვთ ბავშვობა და მცირე ასაკში ათხოვებენ. თანაც ისე, რომ ქმარი რამდენიმე ათეული წლით უფროსია, პატარა გოგონებს კი ზრდასრული ქალებივით მოქცევას სთხოვენ. ყველას არ შეუძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა, ეგუება ამ მოცემულობას და მთელ წლებს უსიყვარულობასა და ტანჯვაში ატარებს.

გამონაკლისი იემენელი 10 წლის ნუჯუდ ალის ამბავია, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარ რთულ ცხოვრებაზე მემუარები გამოაქვეყნა. პატარა ასაკში, როცა ბევრი გოგონა თოჯინებით თამაშობს, ის უკვე კანონიერ ქმარს გაშორდა.

2-1658478997._.jpg

ნუჯუდს მძიმე ბავშვობა ხვდა წილად. იგი 9 წლისა გაათხოვეს... მამაკაცზე, რომელიც სამჯერ დიდი იყო მასზე. მისი ქმარი 30 წლის იყო და კურიერად მუშაობდა. გოგონას სამშობლოში ეს ნორმად ითვლება, ამიტომაც ასაკობრივი სხვაობა არავის გაჰკვირვებია. იქ ქალები ხშირად "ნივთებად" აღიქმებიან, რომელთა "გაყიდვა", "გაჩუქებაა" შესაძლებელი.

ალის ოჯახმა მისი ადრეულ ასაკში გათხოვება იმით ახსნა, რომ მათ კიდევ 15 შვილი ჰყავდათ. გოგონების გატაცება ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამიტომაც დროულად "ჩააბარეს" ქმარს. გარდა ამისა, ოჯახს ამდენი ბავშვის გამოკვება ბევრი უჯდებოდა, ამიტომაც რაც უფრო მალე გაუშვებდნენ გოგონებს სახლიდან, მათთვისაც უკეთესი იყო.სამწუხაროდ, ნუჯუდი ძალიან ცუდ პირობებში აღმოჩნდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz