როგორ გამოიყურება ქართულ აგურში, ხესა და ქვაში მოპირკეთებული სახლი, რომელიც 8 მლნ ლარზე მეტი ღირს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ქართულ აგურში, ხესა და ქვაში მოპირკეთებული სახლი, რომელიც 8 მლნ ლარზე მეტი ღირს

საგურამოში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 8 461 000 ლარს (3 000 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შენობის საერთო ფართობი: 1250 კვ.მ-ია, ამასთან, აქვს 10 ოთახი, აქედან 6 საძინებელი.

1-9871b4be-21b9-4b97-8da2-f3951610d5ff-1658396424-1658403696.jpg

"უკან მთელს პერიმეტრზე ეკვრის ტყის მასივი. ულამაზესი ხედებით. სამსართულიანი, აშენებული 2017 წელს. სახლზე გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო თუ სარემონტო მასალა. შენობის საერთო ფართობი: 1250 კვ.მ. დაგეგმარებულია: დიდი მისაღები ბუხრით. სამზარეულო-სასადილო სივრცით.

7-cdd01c08-04eb-465f-a21b-985d9323f3e1-1658396446-1658403708.jpg

6 საძინებელი (ყველა თავისი სველი წერტილით) საქეიფო სივრცე ბუხრით, მარანი ქვევრებით- ქართულ აგურში, ხესა და ქვაში მოპირკეთებული. დახურული აუზით, საუნით. ორი დიდი ტერასა. ავტონომიური წყალი და ენერგო სისტემა. უმაღლესად გარემონტებული. სრულად მოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით. აბსოლუტურად ყველა ოთახი აღჭურვილია ექსკლუზიურად შექმნილი წითელი ხის ავეჯით. ეზოს საერთო ფართობი - 6000მ2. შემოღობილია აგურის გალავნით. ყველანაირი ხეხილი ეზოში. საქეიფო სივრცეებით. სათვალთვალო კამერები, სათავსო და დაცვის ოთახებით",- აღნიშნულია განცხადებაში.

11-6c902a2c-332a-4fdf-83fb-f345ecdaef76-1658396479-1658403721.jpg

იხილეთ მეტი ფოტო