ვინ არის რუსეთში გავლენიანი ფიგურა ნიკოლაი პატრუშევი, რომელსაც პრეზიდენტის შემცვლელად მოიხსენიებენ? | Allnews.Ge

ვინ არის რუსეთში გავლენიანი ფიგურა ნიკოლაი პატრუშევი, რომელსაც პრეზიდენტის შემცვლელად მოიხსენიებენ?

ბოლო დღე­ე­ბია, ან­ტიკ­რემ­ლის­ტურ რუ­სულ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ პუ­ტი­ნის სტა­ჟი­ა­ნი მომ­ხრი­სა და ად­გი­ლობ­რივ პო­ლიტ-ელი­ტა­ში ძალ­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რის ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვის როლს უკ­რა­ი­ნის ომში.

"პუ­ტი­ნის ქვე­ყა­ნა, პატ­რუ­შე­ვის რე­ჟი­მი" - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა svoboda.org პატ­რუ­შე­ვის გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალს. გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში, Левада-центр -ის დი­რექ­ტო­რი, სო­ცი­ო­ლო­გი დე­ნის ვოლ­კო­ვი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში უცხო­ე­თის აგენ­ტად გა­მო­ა­ცხა­დეს, ამ­ბობს, რომ პუ­ტინ­მა ძველ მე­გო­ბარს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი მი­უ­ლო­ცა 70 წლის იუ­ბი­ლე და მად­ლო­ბა უთხრა, ნდო­ბის­თვის.

რა არის ცნო­ბი­ლი პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე?

პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა პატ­რუ­შევს თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ენ­დო­ბა, ამის დას­ტუ­რია ის, რომ 2000 წლი­დან ის ФСБ -ს შე­უც­ვლე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლია.

პო­ლი­ტო­ლოგ ვა­ლე­რი სო­ლო­ვე­ის შე­ფა­სე­ბით, პატ­რუ­შე­ვი ძა­ლოვ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობს და პუ­ტინ­თან ყვე­ლა­ზე და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. პატ­რუ­შე­ვი ამუ­შა­ვებს სტრა­ტე­გი­ას, რო­მელ­საც შემ­დეგ პუ­ტი­ნი ამ­ტკი­ცებს. ამ სტრა­ტე­გი­ის არსი ახლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - რო­გორ­მე რე­ჟიმს საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს...

პუ­ტი­ნი­სა და პატ­რუ­შე­ვის ში­ნა­გა­ნი სტრუქ­ტუ­რა ერ­თნა­ი­რია, ამი­ტომ უგე­ბენ ერ­თმა­ნეთს ასე კარ­გად. მათ შო­რის ერთი მკა­ფიო გან­სხვა­ვე­ბაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისიც ძა­ლი­ან მძი­მედ არის ავად, ბევ­რად უკე­თეს ფორ­მა­შია, ვიდ­რე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი...

რაც შე­ე­ხე­ბა პატ­რუ­შე­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას, ის მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, თით­ქმის პრი­მი­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბით აჯე­რებს, რომ რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბას ჯერ კი­დევ ასე­უ­ლი წლე­ბის წინ ცდი­ლობ­დნენ, "თუმ­ცა უშე­დე­გოდ".

"ახლა ჩვენ ვუ­ყუ­რებთ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­დე­საც ამე­რი­კა და ევ­რო­კავ­ში­რი ყვე­ლა გზით ცდი­ლო­ბენ რუ­სეთ­ზე იე­რი­შიც მი­ტა­ნას ანუ ასე­უ­ლი წლე­ბის შემ­დე­გაც რუ­სო­ფო­ბი­უ­ლი პრაქ­ტი­კა იგი­ვე რჩე­ბა, რო­გორც ასი წლის წინ იყო..." - ეს არის მისი გა­მოს­ვლე­ბის ძი­რი­თა­დი ში­ნა­არ­სი.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ტვი­ნის გა­მო­რე­ცხვის ეს ძალ­ზე მარ­ტი­ვი მე­თო­დი ყვე­ლა­ზე კარ­გად მუ­შა­ობს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში.

ap-240681647432-e1535038140827-1658295553.jpg

სო­ცი­ო­ლო­გი დე­ნის ვოლ­კო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ პატ­რუ­შე­ვის და მისი მსგავ­სი იდე­ო­ლო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი და ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი გან­წყო­ბე­ბი მა­ტუ­ლობს.

"ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი გან­წყო­ბე­ბის ზრდა 2014-2015 წლი­დან და­ი­წყო, შემ­დეგ შემ­ცირ­და, ახლა კი ერ­თბა­შად იფეთ­ქა. რაც შე­ე­ხე­ბა ან­ტი­ა­მე­რი­კულ გან­წყო­ბებს ის 90-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან და­ი­წყო და მას შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რად იზ­რდე­ბა..." - ამ­ბობს ვოლ­კო­ვი.

ცნო­ბი­ლია, რომ პატ­რუ­შევს წვდო­მა აქვს სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ზეც და მას ლავ­რენ­ტი ბე­რი­ა­საც კი ამ­სგავ­სე­ბენ, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი პოს­ტი არ ეჭი­რა, მაგ­რამ ხალ­ხი ყვე­ლა სფე­რო­ში ჰყავ­და და სი­ტუ­ა­ცი­ა­საც აკონ­ტრო­ლებ­და.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა 1rre.ru ავ­რცე­ლებს The Washington Post-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პატ­რუ­შევს კრემლში პუ­ტი­ნის შემ­ცვლე­ლა­დაც კი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

წლე­ბის წინ ერთ-ერთ გა­მოს­ვლა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა და პუ­ტი­ნის ახლო მო­კავ­ში­რემ, პატ­რუ­შევ­მა პუ­ტინს აც­ნო­ბა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის უკან ამე­რი­კა იდგა და რუ­სე­თის დან­გრე­ვას ცდი­ლობ­და. ამი­ტომ, მისი თქმით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა იყო.

სწო­რედ პატ­რუ­შე­ვის იდე­ო­ლო­გი­ის ნა­წი­ლია ის, რომ ევ­რო­პა ვერ გა­უძ­ლებ­და გლო­ბა­ლურ ლტოლ­ვილ­თა და სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სებს, ხოლო უკ­რა­ი­ნა რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფოდ და­იშ­ლე­ბა. ამას­თან, ის მომ­ხრეა, რომ რუ­სე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში აღ­დგეს ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და გულ­წრფე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. კრემ­ლის პრეს-სპი­კე­რი დი­მიტ­რი პეს­კო­ვი The Washington Post-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ პატ­რუ­შე­ვით პუ­ტი­ნის შეც­ვლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუმ­ცა, რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად წერს, რომ "პატ­რუ­შე­ვის დრო დად­გა", რად­გან ის ერთ-ერ­თია იმ ცოტა ადა­მი­ა­ნი­დან, ვი­საც პუ­ტი­ნი უს­მენს“.