10 ვარსკვლავი, რომელიც უკიდურეს სიღარიბესა და მძიმე პირობებში გაიზარდა, დღეს კი მილიონერია | Allnews.Ge

10 ვარსკვლავი, რომელიც უკიდურეს სიღარიბესა და მძიმე პირობებში გაიზარდა, დღეს კი მილიონერია

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი მშობლების სიყვარულის გარეშე გაიზრდა, ზოგსაც ბავშვობის სიღარიბეში გატარება მოუწია, მათ მაინც ბევრი რამის მიღწევა და შოუბიზნესის სამყაროს დაპყრობა შეძლეს.

შარლიზ ტერონი

11-1658209654.jpeg

შარლიზ ტერონის ყველა გულშემატკივარმა იცის იმ ტრაგედიის შესახებ, რაც გოგონას ცხოვრებაში წლების წინ მოხდა. როდესაც მომავალი ვარსკვლავი 15 წლის იყო, დედამ მამამისი მის თვალწინ მოკლა. როგორც ცნობილია, ტერონის მამა ბევრს სვამდა და ცოლ-შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა. ამიტომაც, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, შარლიზის დედამ იარაღი ესროლა."დიდი ხნის განმავლობაში ვმალავდი, არ მინდოდა ვინმესთვის სიმართლე მეთქვა. მამაზე რომ მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი, რომ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვის უნდა ასეთი რაღაცების თქმა? გარშემომყოფებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და არ მინდოდა თავი მსხვერპლად მეგრძნო. შემდეგ გავიარე თერაპია და მდგომარეობა შემიმსუბუქდა." - თქვა ტერონმა ინტერვიუში.

კიანუ რივზი

2-1658209703.jpeg

მსახიობი ბეირუთში დაიბადა. დედა კოსტიუმების მხატვარი იყო, ხოლო მამა გეოლოგი. მამამისს კრიმინალური წარსული ჰქონდა და არალეგალურ ნივთიერებებს ჰყიდდა. კიანუ რომ 3 წლის იყო, ოჯახი მიატოვა. ამის შემდეგ დედამისი რამდენჯერმე დაქორწინდა და განქორწინდა. მუდმივად ეძებდა ქალურ ბედნიერებას, მაგრამ არ გაუმართლა. გარდა ამისა, ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელს და რივზიც მეგობრების გაცნობას ვერ ასწრებდა. ამიტომაც, კიანუს ბავშვობას უღრუბლო სულად არც შეიძლება ვუწოდოთ.

დემი მური

31-1658209727.jpg

მომავალ ვარსკვლავს რთული ბავშვობა ჰქონდა, მამამ ფეხმძიმე ცოლი ქალიშვილის დაბადებამდე მიატოვა. მალევე იგი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. დემის დედა ხშირად სვამდა. შემდეგ იგი გაზეთების გამყიდველზე დაქორწინდა. ისიც ალკოჰოლს მოიხმარდა. ამავდროულად, ოჯახს მუდმივად აკლდა ფული, მაგრამ ჩხუბი და სკანდალები უხვად იყო. ამიტომაც, დემი დაძაბულობასა და სიღარიბეში გაიზარდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz