როგორია გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ძილის იდეალური ხანგრძლივობა? | Allnews.Ge

როგორია გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ძილის იდეალური ხანგრძლივობა?

ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაცაში გადახედეს ძილის ხანგრძლივობის მოთხოვნებს. მეცნიერებმა დაასახელეს გულისდა ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საჭირო ღამის ძილის იდეალური ხანგრძლივობა.

კარდიოლოგები მოზრდილებს ურჩევენ 7-9 სთ, მოზარდებს- 8-10 სთ, 6-13 წლამდე ბავშვებს- 9-10 სთ, ხოლო 5 წლამდე ასაკის ბავშვებს 16 სთ ძილს. სპეციალისტების განმარტებით ასევე მნიშვნელოვანია ცირკადული რითმების (დღისა და ღამის ცვლილებასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროცესების ინტენსივობის ციკლური ცვალებადობა) დაცვა. მედიკოსების დაზუსტებით, გადახრა უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.

„ძილი მოქმედებს ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ხოლო ჯანსაღი ძილის რეჟიმის მქონე ადამიანები უკეთ უმკლავდებიან გულისთვის ისეთ რისკ ფაქტორებს, როგორიცაა ჭარბი წონა, მაღალი წნევა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი“.- აცხადებს ამერიკის კარდიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი დონალდ მ. ლოიდ-ჯონსი.