პრინცესა დიანას რეზიდენცია, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია ცხოვრება | Allnews.Ge

პრინცესა დიანას რეზიდენცია, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია ცხოვრება

მოდით, ვნახოთ, როგორ სახლებში ცხოვრობდა პრინცესა დაიანა და როგორ მოვხვდეთ ამ სახლებში ექსკურსიით ან თუნდაც ქირით.პრინცესა დიანა დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს, 36 წლის ასაკში კი მისი სიცოცხლე მოულოდნელად დასრულად ავტოკატასტროფის შედეგად. ახლა მას 61 წელი შეუსრულდებოდა. ლედი დი სტილის ნამდვილი დედოფალი გახლდათ, მას სტილის საოცარი შეგრძნების უნარი ჰქონდა არა მარტო ჩაცმულობაში, არამედ ინტერიერშიც. საოცარი გემოვნების პატრონი გახლდათ. სახლებში, რომელშიც იგი ცხოვრობდა, ახლა ექსკურსიები ეწყობა. ზოგიერთი მათგანის დაქირავებაც კი არის შესაძლებელი.

აპარტამენტები კენსინგტონის სასახლეში

diana2-1657963737.jpg

ეს მისი პირველი და მთავარი რეზიდენცია გახლდათ. პრინცესის გარდაცვალებიდან ერთი დღე-ღამეც არ იყო გასული, ეს ადგილი ყვავილების ზღვად რომ იქცა. ეს მისი საყვარელი რეზიდენცია და თავშესაფარი იყო მრავალი წლის განმავლობაში. ამ სასახლეში იგი ქორწილის შემდეგ, პრინც ჩარლზთან ერთად ცხოვრობდა. სახლის დეკორსა და ინტერიერს საკუთარი შტრიხები შეჰმატა.

diana4-1657963760.jpg

კედლები შეღებილია ღია ყვითელ ფერში და დიდი გობელენებით არის გაფორმებული. ავეჯი დაფარულია ოქროსფერი ლაქით. ამ სასახლის მთავარი ღირსება დიდი შავი როიალია, რომელზეც პრინცესა უკრავდა ხოლმე.

diana5-1657963795.jpg

მეორე სართული ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. საბავშვო სივრცის მთავარი აქცენტი მარწყვებიანი ხალიჩა გახლდათ. განაგრძეთ კითხვა

myquiz