დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი გამოქვაბული და მისი ისტორია | Allnews.Ge

დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი გამოქვაბული და მისი ისტორია

მექ­სი­კა­ში, ნა­ი­კას მახ­ლობ­ლად, მთის ქვე­მოთ, მა­ღა­რო­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2000 წელს ახა­ლი მად­ნის სა­ბა­დო­ებს ეძებ­დნენ, მო­უ­ლოდ­ნელ და გა­სა­ო­ცარ სა­ნა­ხა­ო­ბას წა­ა­წყდნენ. მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, როცა ნა­ი­კას კრის­ტა­ლე­ბის გა­მოქ­ვა­ბუ­ლის პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. დღე­საც კი, მღვი­მის აღ­მო­ჩე­ნი­დან 22 წლის შემ­დეგ, ის კვლა­ვაც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­დავ ად­გი­ლად რჩე­ბა დე­და­მი­წა­ზე.

რამ შე­უ­წყო ხელი კრის­ტა­ლე­ბის ზრდას?

კრის­ტა­ლე­ბი სი­ე­რა დე ნა­ი­კას მთა­ზე, მღვი­მე­ში, 300 მეტ­რის სიღ­რმე­ზეა. გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კედ­ლებ­სა და ძი­რი­დან ამოზ­რდილ­მა კრის­ტა­ლებ­მა, სულ მცი­რე, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი წლის გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ზრდა გა­ი­ა­რეს. მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, სე­ლე­ნი­ტის კრის­ტა­ლე­ბი ამ ზო­მამ­დე რომ გაზ­რდი­ლი­ყო, 500 000-დან 900 000 წლამ­დე დრო უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ჭი­რო.

ცოტა რამ სე­ლენ­ტი­ზე

bed47c3decc95ce2598de108ae8a2afb-619cc35e3be92-51041-1657863099.jpg

მი­ნე­რა­ლის ქი­მი­უ­რი ფორ­მუ­ლა: CaSO4*2H2O

სიმ­კვრი­ვე: 2 – 2.5

ფერი: თეთ­რი, სტა­ფი­ლოს­ფე­რი, ყა­ვის­ფე­რი, ყვი­თე­ლი.

სა­ხელ­წო­დე­ბა სე­ლე­ნი­ტი ბერ­ძნუ­ლი­დან მო­დის და მთვა­რეს ნიშ­ნავს. სე­ლე­ნი­ტი საკ­მა­ოდ რბი­ლი მი­ნე­რა­ლია, ამი­ტო­მაც მის­გან სამ­კა­ულს ხში­რად არ ამ­ზა­დე­ბენ.

გა­მოქ­ვა­ბუ­ლი, სიგ­რძე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 მეტ­რია, სი­გა­ნე­ში კი - 10. ის ათო­ბით ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წის­ქვე­შა წყლე­ბით იყო სავ­სე და მას­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 60 გრა­დუ­სამ­დე აღ­წევ­და, რაც კრის­ტა­ლე­ბის ზრდას გა­ნა­პი­რო­ბებ­და. სე­ლე­ნი­ტის კრის­ტა­ლე­ბი­დან ბევ­რი სიგ­რძე­ში 4-6 მეტ­რამ­დეა, მათ­გან ყვე­ლა­ზე დიდი კი, 11 მეტ­რი სიგ­რძი­სა და 1 მეტ­რი სის­ქი­საა. მათ სა­არ­სე­ბოდ, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მისი კლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ნე­რა­ლი და­იშ­ლე­ბა და თა­ბა­ში­რად იქ­ცე­ვა.

94719577-037970244-51125-1657863138.jpg

გა­მოქ­ვა­ბუ­ლის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი

2000 წელს, ნა­ი­კას გა­მოქ­ვა­ბულ­ში, პირ­ვე­ლად ფეხი მეც­ნი­ერ­მა კარ­ლოს ლა­ზკა­ნომ შედ­გა. ის დღემ­დე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით იხ­სე­ნებს ამ დღეს:

"ეს გა­სა­ო­ცა­რი იყო! გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი არა მხო­ლოდ კრის­ტა­ლე­ბის ზო­მე­ბით, არა­მედ არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მოს აგ­რე­სი­უ­ლო­ბით. ტემ­პე­რა­ტუ­რა 50 გრა­დუსს აღ­წევ­და, ტე­ნი­ა­ნო­ბა კი 100%-ს".

ამ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გამო, მეც­ნი­ე­რებ­მა 5 წუთ­ზე მეტი დრო ვერ დაჰ­ყვეს მღვი­მე­ში: "ისე­თი შეგ­რძნე­ბა გვქონ­და, თით­ქოს ვკვდე­ბო­დით!"

ექ­სპე­დი­ცია კრის­ტა­ლე­ბით სავ­სე მღვი­მე­ში - Naica Project

ამის შემ­დეგ, კარ­ლოს ლა­ზკა­ნომ და მის­მა მე­გო­ბარ­მა მეც­ნი­ერ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ იტა­ლი­ის La Venta-ს ასო­ცი­ა­ცი­ის მკვლე­ვა­რე­ბის­თვის მი­ე­მარ­თათ, რომ­ლე­ბიც მი­წის­ქვე­შა ექ­სპე­დი­ცი­ებს აწყობ­დნენ და ასე და­ი­წყო Naica Project. ექ­სპე­დი­ცია 12 -დღი­ა­ნი კვლე­ვის­გან შედ­გე­ბო­და. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მი­ნე­რა­ლო­გის­ტთა­გან ერთ-ერთი იყო პა­ო­ლო ფორ­ტი. როცა სთხო­ვეს, რომ მღვი­მე­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ესა­უბ­რა, მან თქვა:

"ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის ყვე­ლა­ზე ვე­ლურ ოც­ნე­ბებ­შიც კი ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ასე­თი კრის­ტა­ლე­ბის ნახ­ვას. თე­ო­რი­უ­ლად, სამ­ყა­რო­ში სრულ­ყო­ფი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე სრულ­ყო­ფი­ლე­ბას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ნა­ი­კას კრის­ტა­ლე­ბია".

ambebi.ge

myquiz