პუტინი კიდევ ერთ შვილს ელოდება? - რა ინფორმაციას ავრცელებს დასავლური მედია 69 წლის დიქტატორის შესახებ | Allnews.Ge

პუტინი კიდევ ერთ შვილს ელოდება? - რა ინფორმაციას ავრცელებს დასავლური მედია 69 წლის დიქტატორის შესახებ

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აქტუალობას არ კარგავს ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება, რომელიც ხშირ შემთხვევაში გასაიდუმლოებულია და არ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

დასავლური მედია-პლატფორმები ხშირად აქვეყნებენ კვლევებს პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათივე ცნობით, პუტინი სიმსივნეს ებრძოდა და კამერებს სწორედ ამ მიზეზის გამო ემალებოდა.

პუტინის ოფიციალური შვილები

putinka-48285-1657697994.jpg

ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ლუდ­მი­ლა შკრებ­ნე­ვას­თან ქორ­წი­ნე­ბი­სას შე­ე­ძი­ნა.

fotojet-1657698047.jpg

უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია 1985 წლის 28 აპ­რილს ლე­ნინ­გრად­ში და­ი­ბა­და, ხოლო უმ­ცრო­სი კა­ტე­რი­ნა 1986 წლის 31 აგ­ვის­ტოს დრეზ­დენ­ში. პუ­ტინს კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს უსა­უბ­რია შვი­ლებ­ზე.

პუტინი კიდევ ერთ შვილს ელოდება?

ცოტა ხნის წინ ახალი ისტორია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, 69 წლის დიქტატორი ყოფილი ტანმოვარჯიშისგან, ალინა კაბაევასგან კიდევ ერთ შვილს ელოდება. გავრცელებული ცნობით, კაბაევა და პუტინი ქალიშვილს ელოდებიან.

როგორც სხვა მრავალი დაუდასტურებელი ინფორმაცია, ამ ამბის დამოწმებაც შეუძლებელია, ვინაიდან რუსული პროპაგანდისტული მანქანა მსგავს ინფორმაციაზე კომენტარს არასდროს აკეთებს.

ურთიერთობა ალინა კაბაევასთან

ალინა კაბაევასა და პუტინის სავარაუდო კავშირზე 2015 წლიდან საუბრობენ. კრემლის 69 წლის ლიდერს უკვე ჰყავს 2 საიდუმლო ვაჟი ტანმოვარჯიშესთან. 2019 წელს რამ­დე­ნი­მე და­სავ­ლურ­მა მე­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­შიც წერ­დნენ, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს რიტ­მუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ალი­ნა კა­ბა­ე­ვას შვი­ლე­ბის მამა.

putin-love-1649321523-1657698172.png

კრემლში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. 2019 წლის 23 მა­ისს, კა­ბა­ე­ვას მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, პუ­ტინ­მა მეან-გი­ნე­კო­ლო­გი ქალი სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხუ­რის­თვის II ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. მე­დი­ის ცნო­ბით, სწო­რედ ამ ადა­მი­ან­მა ამ­შო­ბი­ა­რა კა­ბა­ე­ვა. გარ­და ამი­სა, მეან-გი­ნე­კო­ლოგ­მა და მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა მოს­კო­ვის ცენ­ტრში მი­ლი­არდ რუბ­ლზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა იყი­დეს, რომ­ლის შე­ძე­ნაც ყო­ფი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შის ორ­სუ­ლო­ბა­სა და მშო­ბი­ა­რო­ბას და­ემ­თხვა.

მა­ნამ­დე ცოტა ხნით ადრე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დია ჯგუ­ფის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის ახლო გა­რე­მოც­ვის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ფლო­ბენ. ჰოლ­დინ­გში მუ­შა­ო­ბი­სას ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ბა­ე­ვამ 785 მი­ლი­ონ 400 ათა­სი რუბ­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

321-5-650x410-37437-1657698237.jpg

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალი­ნა კა­ბა­ე­ვა შვი­ლებ­თან ერ­თად შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. პუ­ტინს და კა­ბა­ე­ვას, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამი ან ოთხი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, მათ შო­რის 2019 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტყუ­პი. შვე­ი­ცა­რი­ა­ში კა­ბა­ე­ვას გაგ­ზავ­ნით პუ­ტი­ნი ქა­ლის სან­ქცი­ე­ბის­გან დაც­ვას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა 20 მარტს შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­ბა­ტო­ნი კა­ბა­ე­ვა შვე­ი­ცა­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ კა­ბა­ე­ვა ომის და­წყე­ბის დროს შვე­ი­ცა­რი­ა­ში არ იყო, რად­გან ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 7 მარტს გავ­რცელ­და. უც­ნო­ბია ამ ეტაპ­ზე კა­ბა­ე­ვა რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და თუ რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას შე­ა­ფა­რა თავი.

myquiz