არ მოიკლოთ ძილი, უარი თქვით წვენებზე- მარტივი ჩვევები, რომლებიც ხანგრძლივ და ჯანსაღ ცხოვრებას მოგიტანთ | Allnews.Ge

არ მოიკლოთ ძილი, უარი თქვით წვენებზე- მარტივი ჩვევები, რომლებიც ხანგრძლივ და ჯანსაღ ცხოვრებას მოგიტანთ

ყველა საუბრობს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და მის სიკეთეებზე, თუმცა ბევრისთვის ეს ძნელად შესასრულებელი ჩანს. სინამდვილეში სულ ათიოდე ჩვევის გამომუშავება საკმარისია, რომ თქვენი სხეული და ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

მიეჩვიეთ ნელა ჭამას

ტვინი და ნერვული სისტემა ცოტა გვიან აღიქვამს მიღებული საკვების მოცულობას და დანაყრების შესახებ სიგნალსაც გვიან გასცემს. ამიტომ სიჩქარეში, სანამ ვიგრძნობთ რომ უკვე დავნაყრდით, იმაზე მეტი კალორიის შთანთქმას ვასწრებთ, ვიდრე სხეულს დანაყრების შეგრძნებისთვის სჭირდებოდა. ამიტომ მშვიდად მიირთვით და გამოიმუშავენ ნელა ჭამის ჩვევა.

უარი თქვით წვენებზე

სულ ახალგამოწურულიც რომ იყოს, წვენს ყოველთვის ნაყოფი ამჯობინეთ. წვენი არ შეიცავს უჯრედისს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობოსთვის, სამაგიეროდ მეტ შაქარს შეიცავს, რადგან წურვისას წვენში ყველაზე ადვილად შაქარი გადადის.

ბოლომდე გამოიყენეთ შვებულების დღეები

ბევრ სამსახურში უწყვეტ რეჟიმში ვერ იყენებთ ყველა დღეს, რაც შვებულებით გეკუთვნით. ამიტომ დასაქმებულთა უმრავლესობა კმაყოფილდება ერთჯერადად აღებული შვებულებით და დანარჩენი დღეების წლის განმავლობაში გამოყენება არც ახსენდება. ეს დიდი შეცდომაა. დასვენების დღეები მთელ წელიწადზე გადაანაწილეთ. დამტკიცებულია, რომ ბალანსირებული დასვენების დღეები ამცირებს გულისა და ნერვული სისტემის დაავადებებს. ასეთი დასვენება აუცილებელია როგორც ფისიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმთელობისთვის.

განაგრძეთ კითხვა

myquiz