როგორი იყო მონობა ძველ საქართველოში და რა ფასად ჰყიდდნენ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე? | Allnews.Ge

როგორი იყო მონობა ძველ საქართველოში და რა ფასად ჰყიდდნენ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე?

ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ ად­რე­ულ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან და სა­ქარ­თვე­ლო და კავ­კა­სია ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერ იქ­ნე­ბო­და.

ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის ძლი­ე­რე­ბის ხა­ნა­ში, IV-X სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­დან მო­ნე­ბი გაჰ­ყავ­დათ კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­სა და იმ­პე­რი­ის სხვა ქა­ლა­ქებ­ში. ბი­ზან­ტია ქრის­ტი­ა­ნო­ბის ბურ­ჯი იყო და თა­ნა­მორ­წმუ­ნე­ე­ბით ვაჭ­რო­ბას, რა თქმა უნდა, კრძა­ლავ­და. ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ობი­ექ­ტე­ბი მა­შინ იყ­ვნენ წარ­მარ­თე­ბი და მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო ბი­ზან­ტი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე იყო, ამი­ტომ ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნე­ბად გა­ყიდ­ვას, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ად­გი­ლი არ უნდა ჰქო­ნო­და.

ქრის­ტი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის აღ­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მონ­ღოლ­თა გა­ბა­ტო­ნე­ბის დრო­ი­დან და­ი­წყო. სამ­წუ­ხა­როდ, არ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუ რა პი­რო­ბებ­ში და რამ­დე­ნი ტყვე გაჰ­ყავ­დათ მონ­ღო­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­დან ან, სა­ერ­თოდ, კავ­კა­სი­ი­დან, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ XIII ს-ის II ნა­ხევ­რი­დან მო­ნებს შო­რის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან ნახ­სე­ნე­ბი რუ­სე­ბი, ყივ­ჩა­ღე­ბი, თათ­რე­ბი, რაც იქ ოქ­როს ურ­დოს ბა­ტო­ნო­ბის შე­დე­გი იყო.

XIV-XV სს.-ში კა­ფა­სა და ტა­ნას ნავ­სად­გუ­რებ­ში, სხვა ად­გი­ლობ­რივ სა­ქო­ნელ­თან ერ­თად, მო­ნე­ბიც იყი­დე­ბოდ­ნენ, უპი­რა­ტე­სად კავ­კა­სი­ე­ლე­ბი, უკვე ქარ­თველ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც შე­სამ­ჩნე­ვად გაზ­რდი­ლი ჩანს და ეს სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია, სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ცნე­ბა „უცხო­ტო­მელ­მა“ თან­და­თან სხვა ში­ნა­არ­სი შე­ი­ძი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­შიც იმა­ტა მოძ­მე „უცხო­ტო­მე­ლე­ბის“ გა­ყიდ­ვამ.

qart1-38663-1657616990.jpg

XVIII ს-მდე ლეკ­თა თა­რე­ში და ადა­მი­ან­თა ტა­ცე­ბა მხო­ლოდ კა­ხეთ­ში იყო საგ­რძნო­ბი. აქამ­დე არც ერთი სა­ის­ტო­რიო წყა­რო არ ახ­სე­ნებს ლე­კებს ამ როლ­ში ქარ­თლსა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ათწლე­ულ­ში მათ შე­აღ­წი­ეს ქარ­თლში, მე­სა­მე ათწლე­უ­ლი­დან -სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ხოლო მე-3-4-ში - და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლად უუფ­ლე­ბო ნა­წილს შე­ად­გენ­დნენ ქა­ლე­ბი. თუ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა მა­მა­კა­ცე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლოდ არ იყი­დე­ბოდ­ნენ მო­ნე­ბად, ქა­ლე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, მათი უუფ­ლე­ბო­ბის გამო, მრავ­ლად გა­ე­დი­ნე­ბო­და მო­ნა­თა ბაზ­რებ­ზე. ერთი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, XVIII ს-ის შუა ხა­ნებ­ში მხო­ლოდ ტა­მა­ნის გზით გაჰ­ყავ­დათ წე­ლი­წად­ში 5-6 ათა­სი ულა­მა­ზე­სი ქალი.

ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ზე­ზი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ცხოვ­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი და კა­ნო­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და­ბა­ლი დონე იყო, მაგ­რამ მარ­ტო ეს როდი გან­სა­ზღვრავ­და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ხალ­ხის ხა­სი­ათ­სა და ჩვე­ვებ­საც და ამას ჩვე­ნი დრო­ის მოვ­ლე­ნე­ბიც ადას­ტუ­რებს. „ლე­კი­ა­ნო­ბის“ ანა­ლო­გი­უ­რი არ­სი­სა იყო „ოსი­ა­ნო­ბა“. ის ასა­კით „ლე­კი­ა­ნო­ბა­ზე“ უფრო ად­რინ­დე­ლი მოვ­ლე­ნაა. ოსებ­შიც ბა­ტო­ნობ­და პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი მო­ნო­ბა. ნა­ყი­დი და ომში ნა­შოვ­ნი ტყვე­ე­ბი მათი მფლო­ბე­ლე­ბის აუ­ცი­ლე­ბელ სა­კუთ­რე­ბას შე­ად­გენ­დნენ, ხოლო მათი სი­ცო­ცხლე და სიკ­ვდი­ლი მა­თი­ვე პატ­რო­ნე­ბის ნება-სურ­ვილ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მო­ნა­თა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­რო ოსებ­ში მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა იყო. ოსს წე­სით და კა­ნო­ნით თით­ქოს ერთი ცოლი ჰყავ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში თვით ღა­ტა­კებ­საც ჰყავ­დათ, სულ ცოტა, ორი, შეძ­ლე­ბუ­ლებს კი - ხუთი და მე­ტიც. ცო­ლე­ბის წყა­როს შე­ად­გენ­დნენ ტყვე ქა­ლე­ბი ან მშობ­ლე­ბის­გან მხევ­ლის სტა­ტუ­სით ნა­ყი­დე­ბი. მონა ცო­ლე­ბი­სა­გან შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბი, ე.წ. კავ­და­სარ­დე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ სრუ­ლი­ად უუფ­ლე­ბო სო­ცი­ა­ლურ კა­ტე­გო­რი­ას და მათი რა­ო­დე­ნო­ბა ოსეთ­ში საკ­მა­ოდ დიდი იყო. ოსის გა­გე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი ქალი, რო­მე­ლიც მის სახ­ლში შე­ვი­დო­და და ეღირ­სე­ბო­და პა­ტი­ვი, ყო­ფი­ლი­ყო მისი მხე­ვა­ლი, ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე ხდე­ბო­და, ხოლო მათ­გან შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბი - მისი კავ­და­სარ­დე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ნე­ბი ხდე­ბოდ­ნენ.

იმი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში მო­ნის აღმნიშ­ვნე­ლი სა­ზო­გა­დო ტერ­მი­ნი იყო თურ­ქე­თი­დან შე­მო­სუ­ლი „ია­სირ“, მაგ­რამ მის გვერ­დით იხ­მა­რე­ბო­და მრა­ვა­ლი სხვა ტერ­მი­ნიც: ლე­კებ­ში - „გურ­ჯი“, ოსებ­ში - „გუ­რ­ძი­ა­კი“, ავა­რი­ე­ლებ­ში - „გორ­გი“, აფხა­ზებ­ში - „აგ­რუა“, „აგუ­რუა“, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ აქ ტყვე ქარ­თვე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო ტყვე ქარ­თვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ასი­მი­ლირ­დე­ბოდ­ნენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და რე­ლი­გი­ას­თან ერ­თად ივი­წყებ­დნენ სა­კუ­თარ ენა­საც. „ია­სი­რი“ იმი­ერ­კავ­კა­სი­ის ხალ­ხებ­ში იყო ნამ­დვი­ლი მონა, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით. ია­სი­რებს არ ჰქონ­დათ არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არც სა­კუ­თარ თავ­ზე და არც თა­ვის მო­ნა­გარ­ზე: „ია­სი­რი თა­ვის მფლო­ბელს ეკუთ­ვნო­და რო­გორც ნივ­თი“.

1861-1863 წლებ­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მო­ნა­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენ­და 6700 კაცს ორი­ვე სქე­სი­სას 1672 წელს სა­მეგ­რე­ლო­ში მყო­ფი ჟან შარ­დე­ნიც ძალ­ზე შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჩანს იმით, რომ მე­ტად „ღა­რიბ და უჩ­ვე­უ­ლო“ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­ვდა, „სა­დაც არა­ვი­თა­რი სურ­სა­თი არ იყი­დე­ბო­და, სა­დაც ფულს გა­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და და სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის შოვ­ნაც არ შე­იძ­ლე­ბო­და“.

განაგრძეთ კითხვა

myquiz