ვინ იყო სინამდვილეში ყარამან ყანთელი და საიდან იღებს სათავეს მასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა? | Allnews.Ge

ვინ იყო სინამდვილეში ყარამან ყანთელი და საიდან იღებს სათავეს მასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა?

სა­უ­ბარ­ში ხში­რად ვი­ყე­ნებთ ფრა­ზებს, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას ზე­პი­რად გად­მო­ე­ცე­მა, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად ვინ­ტე­რეს­დე­ბით ამ ფრა­ზე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბით. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა - "შენც ახლა ყა­რა­მან ყან­თე­ლი არ მყავ­დე".

ცხა­დია, რომ აქ ყა­რა­მა­ნი ძლი­ერ, რა­ღა­ცით გა­მორ­ჩე­ულ, ყოვ­ლის­შემ­ძლედ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

006-1-1657525766.jpg

რო­დე­საც ფრა­ზის წარ­მო­მავ­ლო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, გარ­კვე­ულ ჯგუფ­ში გა­მო­კი­თხვაც ჩა­ვა­ტა­რე, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბამ არ იცის, სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს გა­მოთ­ქმა, ხოლო ნა­წილს კი მი­აჩ­ნია, რომ მას სა­ფუძ­ვლად უდევს აკა­კი გე­წა­ძის მიერ შექ­მნი­ლი იუ­მო­რი­სუტლ-სა­თავ­გადსავ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბი, "არ მოკ­ვდე სიკ­ვდი­ლამ­დე, ანუ წუ­თი­სოფ­ლის შავ-თეთ­რი კრი­ა­ლო­სა­ნი", რომ­ლის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი სწო­რედ ყა­რა­მან ყან­თე­ლა­ძეა. 1968 წელს ეს პი­ე­სა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ორ­მოქ­მე­დე­ბი­ან კო­მე­დი­ად, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ყა­რა­მან ყან­თე­ლა­ძე" რე­ჟი­სორ­მა ან­ზორ ქუთ­თე­ლა­ძემ დად­გა.

ამ მო­საზ­რე­ბას დი­დად ვერ და­ვე­თან­ხმე, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ "ყა­რა­მან ყან­თე­ლი" ქარ­თვე­ლე­ბის მე­ტყვე­ლე­ბა­ში XX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლე­ბამ­დეც არ­სე­ბობ­და, ფეს­ვე­ბი უფრო შორს ჰქონ­და და სა­თა­ვეს ჩვენს ფოლკ­ლორ­ში იღებ­და.

და სწო­რედ ამ მიზ­ნით მივ­მარ­თე ფოლკ­ლო­რისტს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფოლკ­ლო­რის­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გე­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს ქე­თე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძეს.

რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი ამ­ბობს, ყა­რა­მა­ნი, რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი, ფოლკ­ლორ­ში არ გვხვდე­ბა. გა­მო­დის, რომ ხალ­ხში ეს გა­მოთ­ქმა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგლის გავ­ლე­ნით დამ­კვიდ­რდა. "ყა­რა­მა­ნი­ა­ნი" ხომ სა­ფა­ლავ­ნო რო­მა­ნია (მთა­ვა­რი გმი­რის სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით), რო­მე­ლიც სპარ­სუ­ლი­დან თარ­გმნა (1762-1774 წლე­ბი) ერეკ­ლე მე­ო­რის სი­ძემ და­ვით ორ­ბე­ლი­ან­მა (თა­ვად­ვე ჩა­მო­ი­ტა­ნა სპარ­სე­თი­დან).

სა­რა­ინ­დო-სა­ფა­ლავ­ნო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გმი­რე­ბი ხომ ბუმ­ბე­რა­ზუ­ლი აღ­ნა­გო­ბი­თა და ძა­ლით ("ამი­რან­და­რე­ჯა­ნი­ა­ნის" პერ­სო­ნა­ჟე­ბის მსგავ­სად. ყა­რა­მა­ნიც ასე­თი­ვე მებ­რძო­ლი იყო) გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია