Subway-ს წარმატების საიდუმლო- ღარიბი სტუდენტის მიერ ნასესხები 1000 დოლარით დაწყებული ბიზნესი | Allnews.Ge

Subway-ს წარმატების საიდუმლო- ღარიბი სტუდენტის მიერ ნასესხები 1000 დოლარით დაწყებული ბიზნესი

Subway მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი რესტორნების ქსელია და თავის ბიზნესს სენდვიჩზე ფოკუსირებით მუდმივად ზრდის. ის არის ერთ-ერთი ფრენჩაიზი, რომელიც ყველაზე სწრაფად ფართოვდება მთელ მსოფლიოში. ამჟამად კვების ობიექტს 111-ზე მეტ ქვეყანაში, 44,000-ზე მეტი ლოკაციას ფლობს. მათ შორის საქართველოშიც.

2002 წელს მან გადაუსწრო აშშ-ს ყველა სხვა სწრაფი კვების ქსელს და გახდა ყველაზე წარმატებული.

საინტერესოა, როგორ შეძლო ბიზნესმა ასეთი წარმატების მიღწევა?

დასაწყისი

Subway-ის დამფუძნებელი, ფრედ დელუკა თავდაპირველად სამედიცინო კარიერის განვითარებას გეგმავდა. ფრედი ღარიბი ახალგაზრდა იყო, რომელსაც სწავლის საფასურის გადახდაც კი არ შეეძლო, ამიტომ დამფინანსებელს გამუდმებით ეძებდა.

b5173beb6597f9b085406690fe2e6620-1657449589.jpg

სენდვიჩის რესტორნის შექმნის იდეა მას ნათესავმა შესთავაზა. დასახმარებლად მას ფიზიკის დოქტორმა პიტერ ბაკმა თავდაპირველად 1000 დოლარი ასესხა და მისი ბიზნეს პარტნიორიც გახდა. დაწესებულებას, სადაც სენდვიჩები იყიდებოდა თავდაპირველად Pete's Super Submarines ერქვა. უნიკალური გეგმის მიხედვით, მათ შეძლეს და ათ წელიწადში 32 ლოკაცია გახსნეს.

1965 წელს ფრედ დელუკამ პიტერ ბაკისგან 1000 დოლარი ისესხა და კონექტიკუტის შტატში თავისი პირველი რესტორანი გახსნა - სწორედ ეს მოვლენა ითვლება ზღაპრის დასაწყისად. გამომუშავებული მცირე მოგებით, დელუკამ შეძლო და უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა. თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. 1968 წელს ბიზნეს პარტნიორებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი რესტორნების ქსელის რებრენდინგი და ახალი სახელწოდება Subway შეურჩიეს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz