რა ღირს ბავშვის გაზრდა საქართველოში? | Allnews.Ge

რა ღირს ბავშვის გაზრდა საქართველოში?

„საქართველოში ბავშვის გაზრდა გაძვირდა“ - ერთხმად თანხმდებიან მშობლები, რომლებსაც ამ პრობლემასთან უშუალოდ უწევთ შეჭიდება. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ყველა სფეროზე აისახა და გამონაკლისი არც საბავშვო კვება და პროდუქციაა. ყელაფერი კი უფრო რთულად არის, თუ ჩვილი არ არის ბუნებრივ კვებაზე და ფორმულას ჭამს.

„ბიზნესპრესნიუსმა“ გადაწყვიტა, ახალბედა მშობლები გამოეკითხა და გაერკვია, საშუალოდ რა ჯდება ბავშვის გაზრდა.

„ჩემი ბავშვი 4 თვემდე ბუნებრივ კვებაზე იყო, 4 თვიდან კი აქტიურად ჭამდა ფორმულას, რადგან რეფლუქსი ჰქონდა და ამ მხრივ ხელის შეწყობა სჭირდებოდა. სპეციალურ კვებაში 42 ლარს ვიხდიდი და ყოველ მეოთხე დღეს ახალი ქილა სჭირდებოდა. ამას გარდა იყო ალერგიული და ვახმარდი ერთ კონკრეტულ პამპერსს, რომელიც 34 ლარი ღირდა და ერთი შეკვრა 5 დღე ყოფნიდა. 6 თვიდან დავამატეთ ფაფები, ხორცი, ბოსტნეული, თევზი და ხილი და ერთ თვეში კვება და ჰიგიენა საშუალოდ 1450 ლარი გვიჯდება“,- აცხადებს 3 წლის ტაისიას დედა.

1,6 წლის ნიტას დედის თქმით კი, მთელი შემოსავალი ბავშვის მოვლაში მისდის და ეს ერთადერთი საკითხია, რაშიც ეკონომია ვერ კეთდება. „მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ კვებაზეა და ამ მხრივ ხარჯი არ გვაქვს, სხვა ყველაფერი მაინც ძალიან ძვირი ჯდება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz