რა არის ზაფხულში წონის მატების ძირითადი მიზეზები | Allnews.Ge

რა არის ზაფხულში წონის მატების ძირითადი მიზეზები

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია წყურვილის დაკმაყოფილება კალორიული სასმელებით.

მოსახლეობის უმრავლესობა, რატომღაც წყურვილის დასაკმაყოფილებლად, უპირატესობას ანიჭებს არა წყალს, არამედ ცივ, ტკბილ, გაზიან სასმელებს, ბურახს, ან ლუდს. ყველა ეს სასმელი შეიცავს ასეულობით კალორიას და არანაირი სარგებელი მათგან ორგანიზმს არ აქვს. წყურვილის გრძნობასაც დიდად არ აკმაყოფილებს და ხელს უწყობს წონის მატებას.

სიაში მეორე ადგილზეა შაქრის მაღალი შემცველობის ხილი.

მესამე პოზიციაზეა ზაფხულის სეირნობა, რომელსაც თან ახლავს წახემსება ნაყინით და იგივე მავნე სასმელებით.

ამას გარდა, ზაფხულში ადამიანები რეგულარულად დადიან პიკნიკებზე, წვავენ მწვადს, ბარბექიუს, მიემგზავრებიან შვებულებაში, სასტუმროებში “all inclusive”, რაც ასევე იწვევს წონის მატებას.

წონის მატებას ასევე ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ზაფხულში შესვენებას ვაკეთებთ და აღარ დავდივართ სპორტულ დარბაზებში. ამას გარდა სიცხეში ხშირად აღინიშნება შეშუპება. ხანგრძლივი, ნათელი დღეები საკვების ხშირი და დიდი რაოდენობით მიღების ცდუნებაცაა.

myquiz