ადამიანის ხელით გამოწვეული ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა დედამიწაზე | Allnews.Ge

ადამიანის ხელით გამოწვეული ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა დედამიწაზე

არა­ლის ზღვა, იგი­ვე არა­ლის ტბა ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, ყა­ზა­ხე­თი­სა და უზ­ბე­კე­თის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. წარ­სულ­ში, რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კა დი­დად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი მას­ზე და ოდეს­ღაც მძლავრ თევ­ზჭე­რის ინ­დუსტრი­ა­საც მო­ი­ცავ­და. ოდეს­ღაც სი­დი­დით მე­ო­თხე ტბა მსოფ­ლი­ო­ში, ამ­ჟა­მად, დიდ­წი­ლად დამ­შრა­ლია. პრო­ცე­სი 1960-იან წლებ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს და­ი­წყო და ეს პრო­ცე­სი დღემ­დე ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­ულ ერთ-ერთ უდი­დეს ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფად მი­იჩ­ნე­ვა. გან­ვი­თა­რე­ბად კრი­ზისს, არა­ლის ზღვის კა­ტას­ტრო­ფას, მთე­ლი რიგი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა, მათ შო­რის მი­წის დეგ­რა­და­ცია და გა­უ­დაბ­ნო­ე­ბა, სას­მე­ლი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბა, არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

არა­ლის ზღვარამ გა­მო­იწ­ვია არა­ლის ტბის დაშ­რო­ბა?

1989 წელს ტბა დაშ­რო­ბის შე­დე­გად ორად გა­ი­ყო: ე.წ. ჩრდი­ლო­ე­თის და სამ­ხრე­თის არა­ლის ზღვე­ბად. არა­ლის ტბის გაშ­რო­ბა, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ბამ­ბის, ხორ­ბლი­სა და ბრინ­ჯის მო­სარ­წყა­ვად, მდი­ნა­რე­ე­ბი­დან - ამუ­და­რი­ა­სა და სირ­და­რი­ა­დან წყლის მო­პო­ვე­ბის შე­დე­გია. წყლის არამ­დგრა­დი მარ­თვის პრაქ­ტი­კამ ლან­დშაფ­ტი და ეკო­სის­ტე­მა გარ­დაქ­მნა. ტბის დაშ­რო­ბას ხელი იმა­ნაც შე­უ­წყო, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა და აორ­თქლე­ბუ­ლი წყა­ლი, მი­ღე­ბულ­ზე 12-ჯერ მე­ტია.

ara-53152-1657255675.jpg

არა­ლის ტბის ამოშ­რო­ბის პრო­ცე­სი სხვა­დას­ხვა წლებ­ში

რა კა­ტას­ტრო­ფა მოჰ­ყვა ტბის დაშ­რო­ბას?

წყლის აორ­თქლე­ბამ ზღვა­ში მა­რი­ლი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­საც, თა­ვის მხრივ, ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის მრა­ვა­ლი ჯი­შის გა­ნად­გუ­რე­ბა მოჰ­ყვა. მას შემ­დეგ, რაც ტბა­ში თევ­ზი გაქ­რა, რე­გი­ონ­ში თევ­ზჭე­რაც შე­წყდა. მის­მა ამოშ­რო­ბამ და­ტო­ვა უზარ­მა­ზა­რი დაბ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ფა­რუ­ლია მა­რი­ლით და ტოქ­სი­კუ­რი ქი­მი­კა­ტე­ბით, რო­მელ­საც ქარი ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფან­ტავს. არა­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ძლი­ერ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია და ამ მხა­რე­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა მტკნა­რი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დის. არა­ლის ირ­გვლივ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია სიმ­სივ­ნი­თა და ფილ­ტვე­ბის გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით. ჭარ­ბი მა­რი­ლის გამო ნად­გურ­დე­ბა ნა­თე­სე­ბიც.

aralship2-53244-1657255711.jpg

არა­ლის ფონ­დის გეგ­მა

არა­ლის ტბის ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბი ახლა უკვე 74%-ით, მისი მო­ცუ­ლო­ბა კი 85%-ითაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, არა­ლი გაქ­რო­ბის პი­რა­საა, ამი­ტომ მის გა­და­სარ­ჩე­ნად შექ­მნი­ლი ფონ­დი (ASF) სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს:

  • და­ეხ­მა­რონ რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც არ აქვთ წვდო­მა სუფ­თა სას­მელ წყალ­ზე;
  • უზ­რუნ­ველ­ყონ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით;
  • შექ­მნან ე.წ. მწვა­ნე ქა­მა­რი (დარ­გონ ჰა­ლო­ქ­სი­ლო­ნის ხე­ე­ბი მიმ­დე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბის გარ­შე­მო), რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის მტვრი­სა და მა­რი­ლე­ბის რე­გი­ონ­ში გავ­რცე­ლე­ბას.

ევ­რო­კავ­ში­რის წვლი­ლი რე­გი­ო­ნის ეკო­სის­ტე­მის აღ­დგე­ნა­ში

ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს რიგ ინი­ცი­ა­ტი­ვებს უზ­ბე­კეთ­ში, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს სტი­ქი­ის ზო­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. მათ შო­რი­საა უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბის პრო­ექ­ტი - "ჩემი ბაღი არა­ლის ზღვა­ში“, რომ­ლის მი­ზა­ნია არალ­კუ­მის უდაბ­ნო­სა და ყა­რა­ყალ­პა­კის მე­ზო­ბე­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის გარ­დაქ­მნა ტყედ, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი.

photo16511389414-53014-1657255778.jpeg

2022 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს, ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩებ­მა, აქ ხე­ე­ბის პირ­ვე­ლი პარ­ტია დარ­გეს და რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნის­თვის სა­მახ­სოვ­რო და­ფაც აღ­მარ­თეს. "ევ­რო­კავ­ში­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს, რომ ა.წ. ბო­ლომ­დე, სიმ­ბო­ლუ­რად, 27 000 ხე დარ­გოს, რო­გორც უზ­ბე­კე­თის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ჩუ­ქა­რი." - თქვა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა უზ­ბე­კეთ­ში ჰ.ე შარ­ლო­ტა ად­რი­ა­ენ­მა.

ვე­რო­კავ­ში­რის ელ­ჩე­ბის მიერ აღ­მარ­თუ­ლი სა­მახ­სოვ­რო დაფა

USAID-ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არა­ლის ტბის რე­გი­ონ­შიყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ (USAID) არა­ლის ტბის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­ი­წყო. 2021 წლის 30 ნო­ემ­ბერს USAID-ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

p06f5x4j-1657255955.jpg

"ორ­მო­ცი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს არა­ლის აუზ­ში, მათ შო­რის ოთხი მი­ლი­ო­ნი, უშუ­ა­ლოდ ტბის მი­და­მო­ებ­შია გან­სახ­ლე­ბუ­ლი. ახლა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­ლი­წად­ში სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დი­ან ქვი­ში­სა და მტვრის ქა­რიშ­ხალს, რაც ძლი­ერ აბინ­ძუ­რებს გა­რე­მოს და გავ­ლე­ნას ახ­დენს მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ტყის გა­შე­ნე­ბა ხელს შე­უ­წყობს დესტრუქ­ცი­უ­ლი ქვი­შის ქა­რიშ­ხლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შერ­ბი­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და გა­რე­მო­ზე. შექ­მნი­ლი "ტყის ოა­ზი­სის“ და­მა­ტე­ბი­თი სარ­გე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ნი­ა­და­გის ნახ­შირ­ბა­დის სეკ­ვესტრის გაზ­რდა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სარ­ბი­ლებ­ლად. არა­ლის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აღ­დგე­ნა არის სამ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც USAID-ი ახორ­ცი­ე­ლებს, ბი­უ­ჯე­ტი 1.35$ მი­ლი­ო­ნია და პრო­ექ­ტი 2021 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2024 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა."

ambebi.ge

myquiz