რომელ ქვეყანაში მუშაობენ ყველაზე მეტს? - ქვეყნები, სადაც ყველაზე გრძელი სამუშაო კვირაა | Allnews.Ge

რომელ ქვეყანაში მუშაობენ ყველაზე მეტს? - ქვეყნები, სადაც ყველაზე გრძელი სამუშაო კვირაა

პლატფორმა Worldpopulationreview იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ. სტატისტიკაში ასახული მონაცემები გვაჩვენებს, თუ რამდენ საათს მუშაობენ კვირაში ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო საათების რაოდენობა პირდაპირ კავშირში არ არის შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ანაზღაურებასთან, რადგან განვითარებად ქვეყნებს მილიონობით ადამიანს ზეგანაკვეთურად უწევს მუშაობა.

workingtime-1657174594.jpg

ტოპ 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე გრძელი სამუშაო კვირაა

  • კამბოჯა - 47,6
  • მიანმარი - 47,1
  • ბანგლადეში - 46,5
  • სინგაპური - 44,8
  • მალაიზია — 42,3
  • სამხრეთ აფრიკა — 42,1
  • ჩინეთი - 41,7
  • ფილიპინები - 41,7
  • ჰონგ კონგი - 41,3
  • დომინიკის რესპუბლიკა — 41,2

იხილეთ: რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ხელფასები და რომელ ადგილზეა საქართველო?

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ყველაზე მოკლე სამუშაო კვირაა ძირითადად ევროპის ქვეყნები მოხვდნენ. პირველ ადგილს დანია იკავებს, მას ნორვეგია და გერმანია მოჰყვებიან.

ტოპ 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მოკლე სამუშაო კვირაა

  • დანია — 25,9
  • ნორვეგია — 26,3
  • გერმანია — 25,6
  • ნიდერლანდები — 26,9
  • ისლანდია — 27,6
  • საფრანგეთი — 27.0
  • ლუქსემბურგი — 27.4
  • ურუგვაი — 29.5
  • ეკვადორი — 29.8
  • შვეიცარია — 28,8

იხილეთ: ქვეყნები, რომლებიც უცხოელებს ყველაზე მაღალ ხელფასს უხდიან