როგორ გავაგრილოთ სიცხეში სახლი კონდენციონერის გარეშე? | Allnews.Ge

როგორ გავაგრილოთ სიცხეში სახლი კონდენციონერის გარეშე?

გთავაზობთ კონდიციონერის გარეშე სახლის გაგრილების რამდენიმე საშუალებას:დაბნელება

პირველ რიგში წინაღობა უნდა შევუქმნათ მზის სხივებს, რადგანაც მზის სინათლე აცხელებს სახლს. სწორედ ფანჯრები ატარებს ბინაში ყვლაზე მეტ სინათლეს, ამიტომ ძალისხმევის კონცენტრირება მასზე უნდა მოვახდინოთ.

· ფარდები - გამოიყენეთ ღია ფერის ქსოვილის ფარდები, ის რადგანაც უკეთესად აირეკლავს სინათლეს;

· ჟალუზი - რკინის ან ქსოვილის. მისი საშუალებით შესაძლებელია სინათლის 90%-ის შეკავება.

ფარდების ფანჯრებზე ჩამოფარება რეკომენდებულია დილის 07:00-08:00სთზე. სწორედ ამ დროიდან მზის სხივები იწყებს სახლის გაცხელებას.

ვენტილატორები და დამატენიანებლები

ვენტილატორი საკმოდ ბიუჯეტური საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. ვენტილატორი უნდა გამოვიყენოთ დახურული და ფარდებჩამოფარებული ფანჯრებში. მეტი ეფექტისათვის ვენტილატორის წინ დავდგათ ყინულიანი ჭურჭელი ან ბოთლი ცივი წყლით. ვენტილატორის მიერ დაბერილი ჰაერის ნაკადის წყალობით ცივი ორთქლი გავრცელდება ოთახში და გააგრილებს მას.

სიცხეში გაგრილება ასევე შესაძლებელია დამატენიანებლით. ის ერთდროულად ასუფთავებს და ატენიანებს ჰაერს წლის ფილტრის საშუალებით.

ყინულიანი ჭურჭელი ან ბოთლი ცივი წყლით შეიძლება დავდგათ ფანჯრის რაფაზე. ეს გარედან შემოსული ჰაერის გაგრილებას შეუწყობს ხელს.

ბინის განიავება

სიცხისგან დაგვიცავს ასევე სახლის სწორი განიავება, რომელიც გარკვეულ დროს უნდა მოვახდინოთ როდესაც ტემპეტრატურა მინიმალურია.

სველი წესით დალაგება და მცენარეები

სიცხეში უმჯობესია შევამციროთ სახლში ტექსტილის როადენობა (ხალიჩები, პლედები და მსგავსი საგნები), რადგანაც ისინი იზიდავენ სითბოს. რეგულარულად დავალაგოთ სახლი სველი წესით. ამით დავატენიანებთ ჰაერს და გავაგრილებთ სახლს. გაგრილებას ხელს უწყობს ასევე ოთახის მცენარეები. ისინი არა მარტო ასუფთავებენ, არამედ ატეენიანებენ ჰაერს.

იზოლაცია

საყოფაცხოვრებო და ელექტრონული მოწყობილობები გამოიმუშავებენ სითბოს და აცხელებენ ჰაერს. განსაკუთრებით ეს ზაფხულში შეიგრძნობა. ამიტომ სიცხეში რაც შეიძლება ნაკლებად ისარგებლეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

სითბო ყველაზე მეტად გამოიყოფა სამზარეულოში - ქურა, ჰაერღუმელი, ჩაიდანი. სწორედ ამის გამო ზაფხულში სამზარეულო ნამდვილ აბანოდ იქცევა. რეკომენდებულია სამზარეულოს განიავება, ხოლო საჭმლის მომზადების მომენტში საჭიროა მისი იზოლირება სხვა ოთახებისგან კარების საშუალებით.

mkurnali.ge