15 წელი უკაცრიელ კუნძულზე- გადარჩენისა და შეუპოვრობის ყველაზე საოცარი ისტორია | Allnews.Ge

15 წელი უკაცრიელ კუნძულზე- გადარჩენისა და შეუპოვრობის ყველაზე საოცარი ისტორია

ჩვენ ძალიან ბევრი ისტორია ვიცით უკაცრიელ კუნძულზე გადარჩენილების შესახებ როგორც სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით, მაგრამ ისტორია, რომელიც მე-18 საუკუნეში ინდონეზიასთან, ოკეანეში, ტრომელინის კუნძულზე მოხდა, განსაკუთრებულია. ხმელეთის ნაგლეჯი, რომელიც ქვიშისა და მარჯნისგან შედგებოდა, სადაც თითქმის არ იყო სიმწვანე და საერთოდ არ იყო სასმელი წყალი, 70 ადამიანისთვის, მრავალი წლით, სახლად იქცა.

ტრომელინის კუნძული მადაგასკარიდან 450 კილომეტრში მდებარეობს და სრულიად უვარგისია საცხოვრებლად. მე-18 საუკუნეშიც კი, როდესაც ფრანგი კოლონიზატორები აქტიურად იყვნენ დაკავებული მონებით ვაჭრობით, მიწის ამ ნაგლეჯზე სულაც არ გადიოდა საზღვაო გზები. ის მეზღვაურებს არაფერს სთავაზობდა, გარდა ქვიშისა და კიბორჩხალებისა.

20151219-trp001-2-1657122251.jpg

კუნძული ტროიმელინი

მაგრამ, 1761 წელს კუნძულთან მონებით მოვაჭრეების გემი „l’Utile“ გამოჩნდა. კაპიტანს არ სურდა სამხედრო გემებთან შეხვედრა იმიტომ, რომ არ ჰქონდა ლიცენზია ამ საქმიანობისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ადამიანი არა თუ მხოლოდ მონებით ვაჭრობდა, არამედ ამისთვის გადასახადებსაც არ იხდიდა.

acafc0-f890d3ed46f9499f8a633ccc31070e56-mv2-1657122306.jpg

მცდელობა, დატვირთული საზღვაო გზებისთვის თავი აერიდებინათ, კრახით დასრულდა. ღამით გემი მარჯნის რიფებზე შედგა და ჩაძირვა დაიწყო. ბორტზე იმყოფებოდა 160 მალაგასიელი მონა მადაგასკარიდან და 50-მდე ფრანგი მეზღვაური.

მხოლოდ 70 მონისა და 20 მეზღვაურის გადარჩენა მოხერხდა. ზოგმა ნავებით, ზოგმა კი, საკუთარი ძალით შეძლო კუნძულამდე მიცურვა, რომელიც მათთვის სახლი გახდა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, მალაგასიელებმა ვერ შეძლეს საკუთარი მჩაგვრელების დამარცხება. ფრანგებს თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი.

პატარა კუნძულზე ორ კარავი და ნეიტრალური ტერიტორია გამოჩნდა. ფრანგებმა „l’Utile-ის“ ნარჩენებით მალე ტივტივა ააგეს და კუნძული დატოვეს. წასვლისას ისინი ფერადკანიანებს დაჰპირდნენ, რომ ვინმეს საშველად გამოგზავნიდნენ, როგორც კი ცივილიზაციამდე მიაღწევდნენ.

the-forgotten-slaves-of-tromelin-tome-0-1657122719.jpg

ფრანგებმა „l’Utile-ის“ ნარჩენებით მალე ტივტივა ააგეს და კუნძული დატოვეს

ბედის ანაბარა მიტოვებულები

მონებით მოვაჭრეებმა არ შეასრულეს თავიანთი დანაპირები. საქმე იმაშია, რომ მე-18 საუკუნეში მონების ფასი ძალიან მცირე იყო, საქონელიც კი, მათზე ძვირად ფასობდა, ამიტომ არავის შეუკრებია სამაშველო ეკიპაჟი. ისინი ყველას დაავიწყდა. მათ გადარჩენის შანსებიც არ ჰქონდათ, ვინაიდან ადგილი მიტოვებული იყო.

გავიდა 15 წელი და კუნძულთან მაინც გამოჩნდნენ ადამიანები. სამხედრო გემმა, კაპიტან ბერნარდ დე ტრომელინის ხელმძღვნალობით, კუნძულთან ჩაიარა და მეთვალყურემ გემიდან მიწის ნაგლეჯზე ადამიანების ფიგურები შეამჩნია.

კუნძულთან, რომელმაც მოგვიანებით კაპიტან ტრომელინის სახელი მიიღო, ტივები გაგზავნეს. მეზღავურებს ხმელეთზე შეხვდათ 7 ქალი და ერთი ჩვილი. ყველა მათგანი გემზე გაიდაიყვანეს და მავრიკის კუნძულზე მიიყვანეს, სადაც გადარჩენილებს თავისუფლება არგუნეს.

tromelin-img1-syllabes-e1644332833363-1657122391.png

​გადარჩენილების ისტორია გასაოცარია. მათ მოლუსკებით, კობორჩხალებით და კუებით უწევდათ კვება. თუკი საკვების მოპოვება მაინც შეიძლებოდა, წყალთან გაცილებით რთულად იყო საქმე. მათ არცთუ ისე ხშირი წვიმების დრო უწევდათ წყლის დაგროვება.

გასაოცარია, მაგრამ ისინი არ ნებდებოდნენ. კუნძულზე სახლები ააშენეს მარჯნისგან და დაამზადეს ღუმელი, რომელზეც ზღვის პროდუქტებით საკვებს ამზადებდნენ.

tromelin-island-kitchen-1657122410.jpg

კუნძულზე აღმოჩენილი არტეფაქტები

2006 წელს კუნძულზე გაგზავნეს მეცნიერები, რომლებმაც პირველად შეისწავლეს მათი ადგილსამყოფელი. არქეოლოგები გაკვირვებულები დარჩნენ, თუ როგორ მოახერხეს ადამიანებმა გადარჩენა. კუნძულის შესწავლის სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ დროისთვის კუნძული უკვე აღარ ითვლება უკაცრიელად. მასზე განთავსებულია მეტეოროლოგიური სადგური.

822-1067-vignette-tromelin-1657122527.jpg

კუნძული ტროიმელინი დღეს

წყარო

myquiz