"როდესაც გავსინჯე, მის გემოში ჩავიძირე" - New York Times-ი მკითხველს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უზიარებს - რას წერენ მის შესახებ უცხოელები | Allnews.Ge

"როდესაც გავსინჯე, მის გემოში ჩავიძირე" - New York Times-ი მკითხველს აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს უზიარებს - რას წერენ მის შესახებ უცხოელები

The New York Times-ი მკი­თხველს აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის რე­ცეპტს უზი­ა­რებს. გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი სხვა­დას­ხვა სა­ხის ხა­ჭა­პუ­რი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცია ისაა, რომ მრგვალ ცომ­ში ყვე­ლის გუნ­და უნდა იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი და ის უნდა გა­მო­ცხვეს.

"ნიუ იორკ თა­იმ­სი" მკი­თხველს უყ­ვე­ბა, რომ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ხა­ჭა­პუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის რე­გი­ონს, აჭა­რას უკავ­შირ­დე­ბა.

"ეს არის ნა­ვის ფორ­მის პურ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლი, რო­მელ­საც ხში­რად კვერ­ცხთან და კა­რაქთან ერ­თად მი­ირ­თმე­ვენ. ტრა­დი­ცი­უ­ლად, მას იმე­რუ­ლი ყვე­ლი­თა და სულ­გუ­ნით აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ამ­გვა­რი ყვე­ლის პოვ­ნა ამე­რი­კა­ში რთუ­ლია“, - წერს გა­მო­ცე­მა და ურ­ჩევს ამე­რი­კე­ლებს, რომ შე­უძ­ლი­ათ მის მო­სამ­ზა­დებ­ლად მო­ცა­რე­ლას, ფე­ტას, ან თხის ყვე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სცა­დონ.

292451511-10152957126734999-2432570435006552039-n-1657096511.jpg

"ნიუ იორკ თა­იმ­სის“ მიერ ფე­ის­ბუქ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის რე­ცეპტს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. კო­მენ­ტა­რებ­ში უცხო­ე­ლე­ბი წე­რენ, თუ რო­გორ არი­ან მო­ხიბ­ლუ­ლი აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რით.

"რო­დე­საც პირ­ვე­ლად გავ­სინ­ჯე, მის გე­მო­ში ჩა­ვი­ძი­რე.“

"არ­სად არას­დროს მი­ჭა­მია ისე­თი გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ში.“

"ბუ­და­პეტ­ში ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ რეს­ტო­რან­ში ვჭა­მე ხა­ჭა­პუ­რი და მისი გემო არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა."