რატომ არის წარუმატებელი დიეტის დაცვის მცდელობა უმრავლეს შემთხვევაში | Allnews.Ge

რატომ არის წარუმატებელი დიეტის დაცვის მცდელობა უმრავლეს შემთხვევაში

ორი ათასი ამერიკელის მონაწილოებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიეტის დაცვის შემდეგ, ადამიანები უბრუნდებიან თავიანთ კვებით ჩვევებს. ყოველი ხუთი რესპონდენტიდან სამი, ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა დიეტის დაცვას. ამასთან კვლევის მონაწილეთა გამოკითხითვით, მათ საშუალოდ, ხუთი მსგავსი მცდელობა ჰქონდათ.

მათგან, ვინც სწორ კვებაზე გადასვლას ცხდილობდა, 79% -მა აღიარა, რომ საბოლოო ჯამში დაუბრუნდა ძველ კვებით ჩვევებს.

შემთხვევათა ნახევარში ადამიანებს დიეტის დაცვას აიძულებდა ფიზიკური სიჯანსაღის სურვილი (ასე უპასუხეს რესპონდენტების 50%-მა), გახდომის სურვილი ჰქონდა 48%-ს.

რაც შეეხება მიზეზებს, რომლის გამოც ჯანსაღი კვების რეჟიმზე გადასვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, მონაწილეთა გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდათ სასარგებლო საკვების მომზადების დრო. მიზეზთა შორის დასახელდა ასევე უნებისყოფობა, ირგვლივ მყოფების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა და მავნე ჩვევების გადალახვის სირთულეები.