რა ღირს პარკირება თბილისში და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში? | Allnews.Ge

რა ღირს პარკირება თბილისში და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში?

დღეიდან თბილისის კიდევ 32 ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. 31 ქუჩა აქედან საბურთალოს რაიონშია, ერთი კი ისანში.

პარკირების ტარიფები კი ასე გამოიყურება - 1-დღიანი საათობრივი პარკირების საშვის საფასური 20 ლარს შეადგენს; 1-კვირიანის ფასი - 100 ლარია; 1-თვიანის - 300 ლარი; 6-თვიანის - 500 ლარი; 1-წლიანი საშვის ღირებულება კი 800 ლარია.

საქართველოს დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კი, 2 წელზე მეტია, რაც ამოქმედდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია პარკირების გადასახადი მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში. picodi.com-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქში, ქუჩაში პარკირების გადასახადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია.

ინფორმაციით ირკვევა, რომ ქუჩებზე პარკირება ყველაზე ძვირია ლონდონში, სადაც ერთი საათი 9,9 ევრომდე ღირს. ამსტერდამში 7,5 ევროს იხდით ცენტრში, ხოლო ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში - 7,5 ევროს. განაგრძეთ კითხვა

myquiz