როგორ ვიკვებოთ სწორად?- რჩევები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გაითვალისწინოთ | Allnews.Ge

როგორ ვიკვებოთ სწორად?- რჩევები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გაითვალისწინოთ

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული მრავალრიცხოვანი გამოკითხვით, ადამიანთა 80%-ს უნდა ჯანსაღად იკვებოს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რითი დაიწყოს.

1. შეადგინეთ ერთი კვირის მენიუ

ერთი შეხედვით რთული ამოცანაა, მაგრამ რაც უფრო ხშირად შეადგენთ მენიუს, მით ნაკლებ დროს დახარჯავთ მომავალში ამისათვის. წინასწარ შედგენილი მენიუ დაგვეხმარება პოდუქტების შეძენის დაგეგმვასა და დანახარჯების ოპტიმიზაციაში.

2. შეარჩიეთ 20 კერძი, რომელთა დამზადებაც გსიამოვნებთ

სიაში მხოლოდ ის კერძები უნდა მოხვდეს, რომლებიც ნამდვილად მოგწონთ. სწორედ ისინი გახდება დაბალანსებული რაციონის ნაწილი. ეს სია შესაძლებელია განთავსდეს მაცივრის კარზე. შეგიძლიათ ოჯახის სხვა წევრებსაც ჰკითხოთ, რა სურთ, რომ მენიუში ჰქონდეთ. შეეცადეთ დაამზადოთ საყვარელი კერძის უფრო ჯანსაღი ვარიანტი.

რისთვის გვჭირდება ამგვარი სია და მენიუს შედგენა? ის ძალიან დაგვეხმარება, შინ ვიქონიოთ საყვარელი კერძისთვის საჭირო ყველა პროდუქტი და ენერგიაც დაგვეზოგება.

dan-gold-4-jhdo54byg-unsplash-1080x675-1656653683.jpg

3. მენიუს დადეგმვა დაიწყეთ ბოსტნეულის მომზადების წესით

ჩვენ მიჩვეულები ვართ, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ მენიუს დაგეგმვა უნდა დავიწყოთ ცილოვანი პროდუქტით (თევზი ან ხორცი). რატომღაც ყოველთვის გვეჩვენება, რომ განვიცდით ცილის დეფიციტს. მაგრამ თანამედროვე ადამიანს რაციონში სწორედ ხილი და ბოსტნეული არ ჰყოფნის. ამიტომ მენიუ უნდა დავგეგმოთ ბოსტნეულით.

ზრდასრულმა ადამიანმა დღეში უნდა მიიღოს 5 ულუფა ხილი და ბოსტნეული. ჩვენ, საშუალოდ, 3 ულუფას ვღებულობთ დღეში. ამ დისონანსის აღმოსაფხვრელად მაცივარში საკმარისი ხილი და ბოსტნეული იქონიეთ და მოათავსეთ ის მენიუს ცენტრში.

ბოსტნეული სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და იმუნიტეტისათვის, გვეხმარება რაციონის გემოსა და ფერის გამრავალფეროვნებაში.

თავდაპირველად უნდა მოიფიქროთ მენიუ და შემდეგ შეიძინოთ ბოსტნეული. მაშინ მაცივარში აღარ გექნებათ დამჭკნარი სალათის ფურცლების კონა.

4. შეიძინეთ კვირაში ერთი ახალი პროდუქტი და ისწავლეთ მისი მომზადება

ეს ძალიან მნიშვნელოვანია: თქვენ თავად გამოდიხართ კომფორტის ზონიდან და ბავშვებისთვის მაგალითის მიმცემი ხართ (ასწავლით ახალ პროდუქტებთან მიჩვევას). ძალიან მნიშვნელოვანია ახალი გემოების აღმოჩენა.

განაგრძეთ კითხვა