"350 ბოთ­ლით და­ვი­წყე და უკვე 2500 ბოთ­ლამ­დე ვა­წარ­მო­ებ" - პროფესიონალი სამხედროს გზა მეღვინეობამდე და საოჯახო მარანი ზემო იმერეთში | Allnews.Ge

"350 ბოთ­ლით და­ვი­წყე და უკვე 2500 ბოთ­ლამ­დე ვა­წარ­მო­ებ" - პროფესიონალი სამხედროს გზა მეღვინეობამდე და საოჯახო მარანი ზემო იმერეთში

უჩა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი 18 წე­ლია, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობს, ახ­ლაც მოქ­მე­დი სამ­ხედ­როა. მის­თვის ეს წლე­ბი დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა. ამ­ბობს, რომ ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ბევ­რი რამ ის­წავ­ლა. იყო სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო ბრი­გა­და­ში, აქე­დან სამი მი­სია ერა­ყის რეს­პუბ­ლი­კა­ში ჰქონ­და, 4 მი­სია - ავ­ღა­ნეთ­ში.

"იყო სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვა, ვიმ­სა­ხუ­რე სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სარ­დლო­ბა­ში. ახლა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბა­ში ვარ, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ჩხე­რის სამ­თო ბა­ზა­ზე და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მაქვს მა­რა­ნი, სა­დაც ვა­წარ­მო­ებ იმე­რულ, კარგ ქვევ­რის ბი­ოღ­ვი­ნო­ებს. სა­ქარ­თვე­ლო არის ვა­ზის ქვე­ყა­ნა, ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის 8000-წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, ეს ტრა­დი­ცია მეც გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

samxedro-64779-1656650614.jpg

აქ მო­სუ­ლი ტუ­რის­ტი გარ­და იმი­სა, რომ ჩემს ღვი­ნო­ებს აგე­მოვ­ნებს, სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც იძენს ღვი­ნის და ჩვე­ნი კუ­თხის შე­სა­ხებ,“ - გე­უბ­ნე­ბა უჩა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

- მოკ­ლედ, 2018 წლი­დან მო­ვინ­დო­მე და შრო­მა ნელ-ნელა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და­ვი­წყე, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ვე­ნა­ხი და მა­რა­ნი სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ხა­თა­ურ­ში მაქვს. ჩვე­ნი სო­ფე­ლი ზღვის დო­ნი­დან 750 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ვუვ­ლი კი­დეც ვე­ნახს, ვაზს და უნი­კა­ლურ ჯი­შებს (თეთ­რი და ვარ­დის­ფე­რი რკო), რომ­ლე­ბიც გა­და­შე­ნე­ბის პი­რას იყო და თან­და­თან ვა­შე­ნებ.

venaxi-64565-1656650625.jpg

yurzeni-64606-1656650636.jpg

გარ­და ამი­სა, მაქვს ცო­ლი­კო­უ­რი, ძელ­შა­ვი, სა­ი­და­ნაც ვა­კე­თებ სე­პა­ჟებს, კუ­პა­ჟებს, ცქრი­ა­ლა ღვი­ნოს... ამ ეტა­პის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით ორ ტონა წვენს ვა­წარ­მო­ებ. 350 ბოთ­ლით და­ვი­წყე და უკვე 2500 ბოთ­ლამ­დე ვა­წარ­მო­ებ. განაგრძეთ კითხვა

myquiz