პროდუქტები, რომლებიც გაგრილებაში გვეხმარება და რა არ უნდა მივიღოთ მაღალი ტემპერატურის დროს | Allnews.Ge

პროდუქტები, რომლებიც გაგრილებაში გვეხმარება და რა არ უნდა მივიღოთ მაღალი ტემპერატურის დროს

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" ასახელებს იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება ოფლიანობის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ასევე, საუბრობს იმ პროდუქტებზეც, რომლებიც, პირიქით, ორგანიზმს გაგრილებაში ეხმარება:

- სიმსუქნე, ჭარბი წონა უფრო მეტ რისკს ქმნის იმისა, რომ ოფლიანობა ადამიანისთვის შემაწუხებელი გახდეს. მაგრამ, კვლევებმა დაადასტურა, რომ არა მხოლოდ ჭარბი წონა და სიმსუქნე არის რისკი მომატებული ოფლიანობისა, არამედ საკვებ რაციონში დიდი რაოდენობით ცხიმის მოხმარებაც. შესაძლოა ნორმალური წონა გვქონდეს, მაგრამ ჩვენი ოფლიანობის საიდუმლო ჭარბ ცხიმში იყოს, რომელსაც საკვებით მოვიხმართ. ამას თავისი მექანიზმი აქვს. ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რომ ცხიმის სითბური ეფექტი ძალიან მაღალია. შაქარი, რომელსაც ყველა ლანძღავს - 1 გრამი ნახშირწყალი, დაახლოებით 4 კკალ ენერგიას, ხოლო 1 გრამი ცხიმი 9 კკალ ენერგიას გვაძლევს.

გარდა ამისა, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ ალკოჰოლი კალორიული არ არის, შესადარებლად გეტყვით, რომ 1 გრამი ცხიმი 9 კკალ ენერგიას გვაძლევს, ხოლო 1 გრამი ალკოჰოლი კი 7 კკალ ენერგიას. ანუ, გაცილებით მეტია, ვიდრე შაქარი და დაახლოებით იმდენია, რამდენიც ცხიმი. ამავე დროს, უნდა ვთქვათ, რომ თავად ალკოჰოლი შეიძლება ოფლიანობის ხელშემწყობი გახდეს. ისევე, როგორც ენერგეტიკული სასმელი, ყავა და ამისთვის არ არის საჭირო, ყავა მაინცდამაინც ცხელი იყოს.

ყავა შეიძლება გაგრილებული იყოს, მაგრამ მაინც გამოიწვიოს ოფლიანობა იმიტომ, რომ თავისი მატონიზირებელი ეფექტის გამო პროცესების მთელი კასკადი ვითარდება. აღმოჩნდა, რომ თუ პროდუქტში ბევრი შაქარია და შევთანხმდით, რომ შაქარი ადვილად შეთვისებადი ნახშირწყალია, ასეთ შემთხვევაში ოფლიანობა შეიძლება ტკბილეულის დიდ სიყვარულს უკავშირდებოდეს. საკვებ პროდუქტში რაც უფრო მეტი შაქარია, მით უფრო მეტ ინსულინს გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი, რამაც შეიძლება სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის დაქვეითება გამოიწვიოს. ვითარდება პარადოქსული ვითარება, როდესაც ჭარბი შაქრის მოხმარება სისხლში შაქრის ნაკლებობას და შემდგომში ოფლიანობას იწვევს. ასევე, ოფლიანობის მაპროვოცირებელ საკვებთა რიცხვში უნდა განვიხილოთ სხვადასხვა სახის სუნელი და გამორჩეულად წიწაკა. განაგრძეთ კითხვა

myquiz