სევდიანი ისტორია ქალზე, რომელსაც თბილისის ქუჩებიდან ბევრი იცნობს: "შაშიანელი მარიტას" ამბავი | Allnews.Ge

სევდიანი ისტორია ქალზე, რომელსაც თბილისის ქუჩებიდან ბევრი იცნობს: "შაშიანელი მარიტას" ამბავი

იქ­ნებ თქვენც შეგ­ხვედ­რი­ათ რუს­თა­ვე­ლის ან აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რებ­ზე დახ­ვე­წი­ლი, სიფ­რი­ფა­ნა ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც თბი­ლი­სე­ლე­ბი ხან "ფე­შე­ნის­ტკას", ხა­ნაც სარა ჯე­სი­კა პარ­კერს უწო­დე­ბენ. ის ზოგ­ჯერ მო­წყა­ლე­ბა­საც ითხოვს, უფრო ხში­რად კი რო­მე­ლი­მე ძვე­ლი შე­ნო­ბის შვე­რილ­ზე ჩა­მომ­ჯდა­რი გა­ზეთს კი­თხუ­ლობს. თუ შეგ­ხვედ­რი­ათ, გულ­გრი­ლად გვერდს ვერ აუვ­ლი­დით, რად­გან მისი გა­რეგ­ნო­ბა უდა­ვოდ იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, მისი მზე­რა კი გა­ი­ძუ­ლებთ, და­ფიქ­რდეთ, ვინ არის, ან სა­ი­დან მო­ვი­და. ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას ცნო­ბი­ლი თბი­ლი­სე­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მის­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბით ცდი­ლო­ბენ, რა­ზეც არა­სო­დეს ამ­ბობს უარს.

პი­რი­ქით, თით­ქოს კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე მა­ში­ნაც კი პო­ზი­ო­რობს, როცა ნაგ­ვის ურ­ნა­ში რა­მეს ეძებს. მისი ფო­ტო­ე­ბი თით­ქოს სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, მისი ბე­დის­წე­რის ძაფს ჩა­ავ­ლო ხელი. მეც ასე გავ­ყე­ვი თბი­ლი­სის "ფე­შე­ნის­ტკას" ბე­დის გორ­გალს და მან გურ­ჯა­ან­ში, სო­ფელ შა­ში­ან­ში მი­მიყ­ვა­ნა. იქ დამ­ხვდა სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რია, რომ­ლის თავ­ფურ­ცელ­ზე სულ ოთხი სი­ტყვაა: "იგი სა­კუ­თარ­მა სი­ლა­მა­ზემ და­ღუ­პა!" ამ სევ­დი­ან ის­ტო­რი­ას შა­ში­ა­ნე­ლე­ბი თა­ვა­დაც უსა­ზღვრო სევ­დით ჰყვე­ბი­ან. მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს ამ­ბა­ვი ლა­მა­ზი სევ­დი­ა­ნი მო­თხრო­ბა­სა­ვით და­წე­რე, ესეც ხომ პო­ლი­ტი­კა არ არი­სო. ჰოდა, მეც ვი­წყებ...

33769020-1921748874513731-7163452446918836224-n-39265-1656564614.jpg

ჩემს წინ შა­ში­ა­ნე­ლი ნარ­გი­ზა ზის, რო­მელ­საც თბი­ლი­სის "ფე­შე­ნის­ტკა" ბავ­შვო­ბი­დან ახ­სოვს, მე­ო­რე მა­რი­ტას უწო­დებს და მის სევ­დი­ან ამ­ბავს მი­ამ­ბობს:

- ეგ ქალი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ქუ­ჩებს ალა­მა­ზებს, ჩვე­ნი, შა­ში­ა­ნე­ლი ზოია წიკ­ლა­უ­რი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ჩვენს შა­ში­ანს ალა­მა­ზებ­და. მა­შინ ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ თით­ქოს ახ­ლაც ვხე­დავ, სოფ­ლის გზა­ზე ზო­ი­ას გა­მო­ჩე­ნი­სას ხალ­ხი ფან­ჯრებს რომ აღებ­და და აშ­ტერ­დე­ბო­და, უი, ქა, რა ლა­მა­ზი­აო! სწო­რედ მა­რი­ტა­სა­ვით ლა­მა­ზი იყო და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტე­ბი მეც თით­ქოს მა­რი­ტას ჩა­ქოლ­ვის კი­ნო­კად­რე­ბი­ვით მიდ­გას თვალ­წინ, ოღონდ ეგ არის, ჩვე­ნი ზოია ჩა­ქოლ­ვას კი გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ ფსი­ქი­კა შე­ერ­ყა. ასე გა­ექ­ცა ამ და­უნ­დო­ბელ სამ­ყა­როს. გული მტკი­ვა იმის წარ­მოდ­გე­ნა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თავ­ზე და­გამ­ხოს. სწო­რედ ასე და­ი­ღუ­პა ჩვე­ნი ზოია-მა­რი­ტა, რაც, ალ­ბათ, მისი სი­ლა­მა­ზის "ბრა­ლიც" იყო. ასე­თი ლა­მა­ზი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ­დენ ავ თვალ­საც არ მი­ი­კა­რებ­და.

278584433-2115111925315301-7484837031433702635-n-39313-1656564627.jpg

ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დე­ნი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ეყო­ლე­ბო­და! თა­ვად კი მხო­ლოდ ერთი უყ­ვარ­და და ცო­ლა­დაც მას გაჰ­ყვა - სო­ფელ მუ­კუ­ზან­ში გა­თხოვ­და თა­ვი­სა­ვით ლა­მაზ ბიჭ­ზე, თა­მაზ ან­ჩა­ბა­ძე­ზე. ხე­დავთ? ზო­ი­ას ქმრის გვარ-სა­ხე­ლიც კი მახ­სოვს. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ მარ­თლაც ულა­მა­ზე­სი წყვი­ლი იყო და რომ არა ის და­წყევ­ლი­ლი შემ­თხვე­ვა, რაც იმ ღა­მეს მოხ­და, ალ­ბათ, ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ დღე­საც. მათი ბედ­ნი­ე­რე­ბა ბე­დის­წე­რას არ სურ­და - გა­მოჩ­ნდა კაცი, რო­მე­ლიც ზო­ი­ას ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სურ­ვილს ვერ მო­ე­რია და ამ ორს ცხოვ­რე­ბა და­უნ­გრია.

ზოია ვე­ტე­რი­ნა­რი იყო, ის კაცი კი მის გვერ­დით მუ­შა­ობ­და და ქალი ისე უყ­ვარ­და, მის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებ­და. ბო­ლოს ზო­ი­ას ქმარ­საც კი და­უ­ახ­ლოვ­და, მისი წას­ვლა-მოს­ვლი­საც ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, ზო­ი­ას კი, ალ­ბათ, ამ ამ­ბის ქმრის­თვის გამ­ხე­ლა უჭირ­და, ვერ ბე­დავ­და... ამა­სო­ბა­ში, ერთ ღა­მეს, რო­დე­საც ზო­ი­ას ქმა­რი შინ არ იყო და, წე­სით, არც უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ეს კაცი დათ­ვრა და შუ­ა­ღა­მი­სას მძი­ნა­რე ქალს მი­ად­გა, მაგ­რამ რად­გან სახ­ლის კარი და­კე­ტი­ლი და­უხ­ვდა, ფან­ჯა­რა­ში და­ა­პი­რა გა­დაძ­რო­მა. სწო­რედ იმ დროს და, ალ­ბათ, ბე­დის­წე­რის გა­მოც, ზო­ი­ას ქმა­რი შინ დაბ­რუნ­და და კაცს თავ­ზე და­ად­გა...

განაგრძეთ კითხვა

myquiz