"დღისით გლეხის თანამდებობაზე ვარ, საღამოდან - ლექტორის, ჟურნალისტის" - როგორ მოაწყო არჩილ გამზარდიამ პატარა "სამოთხე" ტოლათსოფელში | Allnews.Ge

"დღისით გლეხის თანამდებობაზე ვარ, საღამოდან - ლექტორის, ჟურნალისტის" - როგორ მოაწყო არჩილ გამზარდიამ პატარა "სამოთხე" ტოლათსოფელში

თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მა­მის მხრი­დან ყვე­ლა თბი­ლი­სე­ლი იყო, სო­ფე­ლი არ ჰქო­ნი­ათ. დე­დუ­ლეთს თი­ა­ნეთ­ში კი ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და.

"ბა­ბუ­ა­ჩე­მი, დე­დის მამა, წარ­მო­შო­ბით ლე­ჩხუ­მე­ლია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ტო­ლათ­სოფ­ლის სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და, იქ, სა­დაც ვაჟა-ფშა­ვე­ლა ას­წავ­ლი­და. შემ­დეგ თი­ა­ნეთ­ში რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნიც გახ­ლდათ, იქ გა­იც­ნო თი­ა­ნე­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მი, შე­უყ­ვარ­და და იქვე და­სახ­ლდა. მოკ­ლედ, ბავ­შვო­ბი­დან ამ კუ­თხე­ში დავ­დი­ო­დი... რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, ლაშ­ქრო­ბებ­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, ფე­ხით მაქვს შე­მოვ­ლი­ლი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. რომ და­ვო­ჯახ­დი, და­ვი­წყე ფიქ­რი, რომ სო­ფელ­ში მიწა და სახ­ლი მე­ყი­და, მაგ­რამ ამის­თვის საკ­მა­რი­სი ფული არ მქონ­და, ამი­ტომ ხელ­მი­საწ­ვდომ ვა­რი­ანტს ვე­ძებ­დი.

ezoo-66076-1656481683.jpg

ვცდი­ლობ­დი, თი­ა­ნე­თის მხა­რეს მე­პო­ვა და აღ­მო­ვა­ჩი­ნე კი­დეც ჩემი ოა­ზი­სი. აქა­უ­რე­ბი თურ­მე ბა­ბუ­ა­ჩემს კარ­გად იც­ნობ­დნენ. ბევრ ადა­მი­ან­ზე დიდი ამა­გი ჰქო­ნია, იქ ნათ­ლუ­ლიც ჰყო­ლია... 3 700 კვმ. მი­წის ნაკ­ვე­თი, ეზო, წლე­ბის წინ დან­გრე­ულ-დამ­წვა­რი სახლ-კა­რით, ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად შე­ვი­ძი­ნე, მერე კი მთელ წე­ლი­წადს იმ ვალს ვიხ­დი­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბი და­ვან­გრიე და ასა­წყო­ბი სახ­ლი ჩავ­დგი (სულ 36 კვმ. და 12 კვმ. აი­ვა­ნი აქვს)“ - გვიყ­ვე­ბო­და 5 წლის წინ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი, პო­ლი­ტო­ლო­გი, ლექ­ტო­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დია.

მან სა­მე­ურ­ნეო კუ­თხით დიდი მონ­დო­მე­ბა, უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა და მშვე­ნი­ე­რი გა­რე­მო მო­ი­წყო ტო­ლათ­სო­ფელ­ში.

kartofili-66812-1656481696.jpg

რა შე­იც­ვა­ლა ამ სა­უბ­რი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას მა­მულ­ში, რა შე­დე­გე­ბი აქვს ჩვენს რეს­პონ­დენტს და რო­გორ იქ­მნის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით ოჯა­ხის სარ­ჩოს, ამა­ზე Ambebi.ge-სთან თა­ვად სა­უბ­რობს.

- შე­ვე­ცა­დე, გა­მე­ფარ­თო­ვე­ბი­ნა სივ­რცე, და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ნა­წი­ლი, ხე­ხილ­საც მო­ვუ­მა­ტე. ბოლო 2 წე­ლია, ახალ­მა ნერ­გებ­მა ნი­შა­ნი მომ­ცეს, რაც სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. ჩვენ­თან ვაზი ნაკ­ლე­ბად ხა­რობს, რად­გან მთი­ა­ნი ად­გი­ლია, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვებს ე.წ. ადე­სას ჯი­შის ყუ­რძე­ნი აქვთ ხოლ­მე, უფრო დე­კო­რა­ტი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით და მეც ჩავრგე. კალ­მე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩემ­მა სტუ­დენ­ტმა მო­მი­ტა­ნა. "ქა­ლის თითი“ ჰქვია, ასე­თი ჯი­შია და შარ­შან მის­გან პირ­ვე­ლი 10 მტე­ვა­ნი ავი­ღე. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. თან, საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

gamzo-shvilebtan-66883-1656481708.jpg

- მარ­ტო მუ­შა­ობთ?

- ხან­და­ხან კი მეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, რო­გორც ფერ­მე­რებს - და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუშა ხელი, ასე არა, ამი­ტომ, უმე­ტე­სად მა­ინც მარ­ტო ვმუ­შა­ობ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს რე­გი­ო­ნებ­ში კრი­მი­ნა­ლის მა­ღა­ლი დო­ნის გამო ვე­რი­დე­ბი ფა­სე­უ­ლი ნივ­თის, ან ტექ­ნი­კის ად­გილ­ზე არ­სე­ბო­ბას, რაც მო­სავ­ლის მო­წე­ვის კუ­თხით ცუდ საქ­მეს აკე­თებს. კაცი გა­ი­ჭირ­ვებ­და, ხე­ლის ტრაქ­ტორს შე­ი­ძენ­და და მუ­შა­ო­ბის მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, ნაკ­ლე­ბა­დაც და­ვიღ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც ვიცი, იქ ამას ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ. ამი­ტომ რთუ­ლად, კუს­ტა­რუ­ლად, წი­ნაპ­რე­ბის მსგავ­სად, მეც თო­ხით და ბა­რით ვმუ­შა­ობ. ჯამ­ში 1000-1200 კვად­რა­ტუ­ლი მი­წის ფარ­თო­ბი მაქვს და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი, ამი­ტომ სა­ო­ჯა­ხო მო­თხოვ­ნი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­ტო­ფი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა გავ­ზარ­დე. ვცდი­ლობ და ვა­ხერ­ხებ კი­დეც, რომ ნა­ტუ­რა­ლუ­რად მო­ვიყ­ვა­ნო. პრაქ­ტი­კუ­ლად, ქი­მი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბებს არ ვა­კა­რებ. ახლა კარ­ტო­ფი­ლი ყვა­ვი­ლო­ბის პრო­ცეს­შია. ცოტა ხნის წინ იყო სე­ტყვა, გარ­შე­მო სოფ­ლე­ბი გა­ნად­გურ­და. მე გა­მი­მარ­თლა, რად­გა­ნაც ჩვენ­თან შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად იყო - დაგვზო­გა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთის სო­ფე­ლია, რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, რა­ღა­ცე­ბი მა­ინც შე­ლა­ხუ­ლია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz