როგორ დავაღწიოთ თავი ღამის შიმშილს? | Allnews.Ge

როგორ დავაღწიოთ თავი ღამის შიმშილს?

საღამოსკენ შიმშილის გრძნობა განსაკუთრებულად მძაფრდება და როდესაც სიცხე უკან იხევს, ადამიანებს "საღამოს ძღომა" ეწყებათ,მაცივრიდან გამოაქვთ ყველაფერი! იმისათვის რომ ეს არ დაგემართოთ, რამდენიმე წესი დაიცავით:

1. ჭამეთ რეგულარულად, ყოველ სამ საათში მცირე ულუფებით;

2. მიირთვით დიეტური ხორცეული: კურდღელი, ინდაური, ქათამი, წიწილა;

3. უპირატესობა მიანიჭეთ თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს;

4. საკვებ რაციონში ჩართეთ "მსუბუქი" ადვილად ასათვისებელი ცილები: ხაჭო, კვერცხი და მაწონი;

5. მიირთვით 200-300 გრამი ხორცი, ხაჭო და კვერცხი;

6. საკვები რაციონი გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით. სეზონური ხილი და კენკრა მიირთვით როგორც მთავარი კერძი, ერთ-ერთ ულუფად და არა ჩაროზად კერძის შემდეგ;

7. აკონტროლეთ წყლის სმის რეჟიმი, დალიეთ სულ მცირე 1,5 ლიტრი წყალი დღეში, ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას;

8. გამორიცხეთ ალკოჰოლი, ის იწვევს სისხლძარღვების სპაზმსა და არტერიული წნევის მომატებას.

mkurnali.ge

myquiz